სს „შკოდა ტრანსპორტეიშენის“ და სს „შკოდა ვაგონკას“ წარმომადგენლებმა კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინეს საჩივარი შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით. სააგენტომ იმსჯელა ეკონომიკური აგენტის ცალმხრივ/ერთპიროვნულ ქმედებაზე, როგორც „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის არსებით პირობაზე, ასევე პროცედურული დარღვევის შესწავლაზე, როგორც კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებაზე. გარდა აღნიშნულისა, სააგენტომ განმარტა საჩივარში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-10 მუხლების ფარგლებში განხილვის და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მიზნის საკითხები. სააგენტომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ ტენდერის პირველი ეტაპის მონაწილეთა შორის „შტადლერი“ დაამატა EBRD-ის მითითების შესაბამისად. ეს ფაქტი, კი, გამორიცხავს როგორც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ საკუთარი ინიციატივით მიღებულ გადაწყვეტილებას, ისე საკუთარი ინიციატივით ქმედების განხორციელებას. აქედან გამომდინარე, სახეზე არ არის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შემადგენლობა. დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, ,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის „ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად - კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველის არ არსებობის გამო, აღნიშნული საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. [ვრცლად](https://admin.competition.ge/uploads/8f9c00148a394551b495f7b6f41e84b1.pdf)