საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვის ბაზრის მოკვლევა დაასრულა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შპს ,,სიტროენ ჯორჯიას“ საჩივრის საფუძველზე მიმდინარე მოკვლევა დასრულდა. საკითხის შესწავლის შედეგად, კონკურენციის სააგენტომ დაადგინდა, რომ სადავო პერიოდში, მოპასუხე კომპანიების მხრიდან, კონკურენციის შესახებ კანონის მე-7 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონდა. საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ ორი რეკომენდაცია შეიმუშავა. მიღებული რეკომენდაციები ითვალისწინებს შემდეგს: 1. შემსყიდველი ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლების მიზნით სატენდერო პირობების და ბაზრის კვლევის მეთოდიკის დანერგვას/სრულყოფას; 2. საკანონმდებლო წინადადების შემუშავებას, რათა შემსყიდველ ორგანიზაციებს დაევალოთ ბაზრის კვლევის დოკუმენტის ატვირთვა ელექტრონულ სისტემაში, ტენდერის გამოცხადებისას.

17.07.2018
უკან დაბრუნება