საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
დაუშვებლობის გადაწყვეტილებები
მოკვლევის შეწყვეტა
პირობითი ვალდებულებები
განუხილველად დატოვება
შპს „გეოპროფის“ საქმე
2024-09-09

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „გეოპროფის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ერთ-ერთი სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში ბუნდოვანი სატენდერო პირობის გამოყენებასა და შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მომჩივანის უსაფუძვლო დისკვალიფიკაციის სავარაუდო ფაქტებს. სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს, კერძოდ, არ არსებობდა „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის დარღვევის გონივრული ეჭვი. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
შპს ,,სმარტლის“ საქმე
2024-08-27

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, შპს ,,სმარტლისსაჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება, მომჩივნის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი საჩივრის გახმობის საფუძველზე მიიღო. მომჩივნის პოზიციით,  სააგენტოს ჩართულობით და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შედეგად, მის მიერ საჩივარში დასმული საკითხი დასაშვებობის შესწავლის ეტაპზევე აღმოიფხვრა. თემა  ეხებოდა - სარეკლამო მომსახურების სექტორში, შპს ,,ტავ ურბან საქართველოს“ და შპს ,,ალმას“ მხრიდან სავარაუდო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას („კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლი).


საჩივრის განუხილველად დატოვება არ ართმევს პირს უფლებას, მომართოს სააგენტოს იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით საკითხის შესწავლის მოთხოვნით. საჩივრის განუხილველად დატოვება არ ართმევს სააგენტოს უფლებას საჩივრის გახმობამდე წარმოდგენილი ინფორმაცია გამოიყენოს საკუთარი ინიციატივით მოკვლევის წარმოებისთვის.

დოკუმენტის ნახვა
CHG & CO LTD-ისა და შპს „შაბას“ საქმე
2024-08-13

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, სწრაფი მოხმარების პროდუქტების(FMCG) ბაზარზე,  კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. საქმე შეეხება CHG & CO LTD-ის(351907; კვიპროსი) მიერ შპს „შაბას“(ს/ნ 406104549) 50%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციას. სააგენტოს მიერ დადგინდა, რომ 2023 წელს FMCG ბაზრის საცალო დონეზე ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 12 000 -მდე კომპანია. არსებული მდგომარეობით, ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი(HHI) შეადგენს 399 ერთეულს. ხოლო FMCG ბაზრის საბითუმო სადისტრიბუციო დონეზე კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=428.52, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს შეფასებით, განხორციელებული კონცენტრაცია შესაბამის ბაზარზე არ ახდენს არსებით გავლენას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

დოკუმენტის ნახვა
სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებით მომსახურების ონლაინ მიწოდების საქმე
2024-08-09

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაწყებული საქმის მოკვლევა დაასრულა, რომელსაც საფუძვლად ედო შპს ,,რეშენალ სოლუშენსის“ მიერ სააგენტოში წარმოდგენილი, დახარვეზებული საჩივრიდან მიღებული ინფორმაცია. აღნიშნული საჩივარი ეხებოდა ლოიალობაზე დაფუძნებული სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებით მომსახურების ონლაინ მიწოდების ბაზარზე, შპს ,,თინეთისა“ და სს ,,მასტერქარდ იუროფის“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი, თუმცა შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით სააგენტომ გასცა განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები ამავე ბაზრის ორივე დონეზე მოქმედი ყველა ეკონომიკური აგენტისათვის.

დოკუმენტის ნახვა
შპს „დეილისა“ და შპს „ფუდმარტის“ საქმე
2024-08-05

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, სწრაფი მოხმარების პროდუქტების (FMCG) ბაზარზე, შპს „დეილის“ (ს/ნ 406088638) მიერ შპს „ფუდმარტის“ (ს/ნ 404460187) 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. სააგენტოს მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს FMCG ბაზრის საცალო დონეზე ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 12 000 -მდე კომპანია. არსებული მდგომარეობით ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) შეადგენს 399 ერთეულს; კონცენტრაციის განხორციელების შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) იზრდება 445 ერთეულამდე - ინდექსის ცვლილება ΔHHI= 46. შესაბამისად, სააგენტოს შეფასებით, ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და განსახორციელებელი კონცენტრაციის შედეგად ადგილი არ აქვს კონცენტრაციის ინდექსის არსებით ცვლილებას.

დოკუმენტის ნახვა
შპს „ჰოლდინგ.ჯი-ის“ და შპს „დეილის“ საქმე
2024-08-05

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, სწრაფი მოხმარების პროდუქტების (FMCG) ბაზარზე,  შპს „ჰოლდინგ.ჯი-ის“ (ს/ნ 205116060) მიერ შპს „დეილის“ (ს/ნ 406088638) 30%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. სააგენტოს მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს FMCG ბაზრის საცალო დონეზე ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 12 000-მდე კომპანია. არსებული მდგომარეობით ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) შეადგენს 399 ერთეულს; კონცენტრაციის განხორციელების შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) იზრდება 445 ერთეულამდე - ინდექსის ცვლილება ΔHHI= 46. შესაბამისად, სააგენტოს შეფასებით, ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და განსახორციელებელი კონცენტრაციის შედეგად ადგილი არ აქვს კონცენტრაციის ინდექსის არსებით ცვლილებას.

დოკუმენტის ნახვა
შპს „გეოპროფის“ საქმე
2024-07-22

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „გეოპროფის“ საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საჩივრის ფორმალური დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე დადგინდა, რომ ის არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს. ხარვეზის აღმოსაფხვრელად მომჩივანს განესაზღვრა ვადა, რის შემდეგაც მან ხელახლა წარადგინა საჩივარი,  რომელიც ფორმალურ სტანდარტებთან შესაბამისობის ნაწილში კვლავ ხარვეზიანი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ კონკურენციის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საჩივრის ორჯერ დახარვეზების წესს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.


საჩივრის განუხილველად დატოვება არ ართმევს პირს უფლებას, მომართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით საკითხის შესწავლის მოთხოვნით.

დოკუმენტის ნახვა
თხილის ბაზრის მონიტორინგი
2024-06-13

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თხილის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. დეტალური ანალიზისა და მრავალმხრივი შეფასების საფუძველზე, მონიტორინგის ფარგლებში, თხილის ბაზარზე კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ იკვეთება. შესაბამისად, GCCA-ის  გადაწყვეტილებით, შემდგომი დაკვირვების მიზანშეწონილობა არ არსებობს. სააგენტომ ბაზრის შესწავლა 2022 წელს ადგილობრივი ფერმერების მომართვის საფუძველზე დაიწყო. 

დოკუმენტის ნახვა
შპს „ლოლუ გრუპის“ საქმე
2024-05-03

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ლოლუ გრუპის“ საჩივარზე  დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა შპს „ნამი 8“-ის მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. საჩივრის დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე, წარმოდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივნის მიერ მითითებულ გარემოებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთება. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
„ბაშკირეთის სოდის კომპანიის“ საქმე
2024-05-01

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საკვები სოდის წარმოების/რეალიზაციის სექტორში მოკვლევა დაასრულა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) დარღვევა დაადგინა. სააგენტოს გადაწყვეტილებით მოპასუხე მხარეს დაეკისრა ჯარიმა 14 600 ლარზე მეტი ოდენობით. მოკვლევის ფარგლებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად იქნა შეფასებული შპს „სანტრეიდის“ მიერ კონკურენტის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის მსგავსი/თითქმის იდენტური იერსახის გამოყენება საკუთარი პროდუქტის შეფუთვაზე. სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოპასუხე მხარეს დაევალა მის მიერ განხოციელებული ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, საკუთარი პროდუქტის (საკვები სოდის) შეფუთვის იმგვარი ცვლილება, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს მსგავსება კონკურენტი კომპანიის გარეგნულ იერსახესთან და მომხმარებლის მხრიდან ამ ორი კომპანიის აღრევის რისკი.

დოკუმენტის ნახვა