საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
დაუშვებლობის გადაწყვეტილებები
მოკვლევის შეწყვეტა
პირობითი ვალდებულებები
განუხილველად დატოვება
სს „ქართული ლუდის კომპანიის“ და შპს „ზედაზენი 2012-ის“ საქმე
2024-03-25

სააგენტომ სს „ქართული ლუდის კომპანიას“ მიერ შპს „ზედაზენი 2012-ის“ 100%-იანი წილის შეძენით განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით დადგინდა, რომ არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზე, 2023 წელს, მოქმედებდა - 215 კომპანია,  ბაზრის მოცულობა შეადგენდა - 464 757 669 ლიტრს, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსი - 2 590. რაც შეეხება ლუდის ბაზარს ამავე წელს - ბაზარზე მოქმედებდა - 75 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა -  90 532 597 ლიტრს, ბაზრის კონცენტრაციის - HHI ინდექსი - 1888. სააგენტოს შეფასებით, არაალკოჰოლური სასმელების ბაზარი მაღალკონცეტრირებულია, თუმცა კონცენტრაციის ინდექსი მცირედით აღემატება ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის ინდექსის მაქსიმალურ მაჩვენებელს (2250). ლუდის ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია, ხოლო სადისტრიბუციო მომსახურების ბაზარი დაბალკოცენტრირებულია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს გადაწყვეტილებით, განხორციელებული კონცენტრაცია შესაბამის ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და  კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

დოკუმენტის ნახვა
უჩა ლურსმანაშვილის, შალვა ხუხაშვილისა და ნოდარ ხუხაშვილის საქმე
2024-03-18

სააგენტომ უჩა ლურსმანაშვილის, შალვა ხუხაშვილისა და ნოდარ ხუხაშვილის მიერ ერთობლივი საწარმოს დაფუძნების გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. კონცენტრაცია ეხება საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) საცალო სარეალიზაციო და იმპორტის ბაზარს. ეროვნულ დონეზე საცალო ბაზრის მოცულობამ 2023 წელს შეადგინა 1 397 855 ათასი ლიტრი, საცალო ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა - 383, საცალო ბაზარზე მოქმედი ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა - 1 211. ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=1 132, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსია HHI=1 163, ინდექსის ცვლილება ΔHHI=31. 2023 წელს, შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონეზე ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი (HHI ინდექსი) შეადგენდა 1 167 ერთეულს, კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ, სამიზნე და მათთან დაკავშირებული კომპანიების მიერ 2023 წელს იმპორტირებული საწვავის რაოდენობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კონცენტრაციის ინდექსის ზრდა 18 ერთეულით - 1 185 ერთეულამდე. შესაბამისად, დაგეგმილი კონცენტრაციის შედეგად შესაბამის ბაზარზე ადგილი არ აქვს კონცენტრაციის ინდექსის არსებით ცვლილებას.

დოკუმენტის ნახვა
შპს „დენკ ფარმა კავკასიას“ საქმე
2024-03-18

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „დენკ ფარმა კავკასიას“ საჩივარზე  დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ სამინისტრო არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს, მის ნაცვლად სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ასევე, წარმოდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, სათანადო მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედება გათვალისწინებული იყო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ხოლო აღნიშნული მოცემულობა ჯდებოდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისის დისპოზიციაში. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.


 
დოკუმენტის ნახვა
ფ/პ გია კავთელიშვილის და შპს „შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საქმე
2024-03-07

სააგენტომ ფ/პ გია კავთელიშვილის მიერ შპს „შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ 51%-იანი წილის შეძენით გზით განხორციელებული კონცენტრაცია დასაშვებად ცნო. კონცენტრაცია განხორციელდა უმაღლესი განათლების მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობის ბაზარზე. განსახილველ ბაზარზე მოქმედებს 62 აკრედიტირებული უნივერსიტეტი, მოქმედი სტუდენტების საერთო რაოდენობა - 157 885. ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი - ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი შეადგენს 596,24 ერთეულს, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ  ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი იზრდება 660.4 ერთეულამდე. კონცენტრაციის ინდექსის ცვლილება (ΔHHI) შეადგენს 64.1 ერთეულს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს შეფასებით, განხორციელებული კონცენტრაცია არ ახდენს არსებით გავლენას შესაბამის ბაზარზე და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.


 
დოკუმენტის ნახვა
ფ/პ კახა შენგელიას და შპს „შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საქმე
2024-03-07

სააგენტომ ფ/პ კახა შენგელიას მიერ შპს „შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ 49%-იანი წილის შეძენით გზით განხორციელებული კონცენტრაცია დასაშვებად ცნო. კონცენტრაცია განხორციელდა უმაღლესი განათლების მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობის ბაზარზე. განსახილველ ბაზარზე მოქმედებს 62 აკრედიტირებული უნივერსიტეტი, მოქმედი სტუდენტების საერთო რაოდენობა - 157 885. ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი - ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი შეადგენს 596,24 ერთეულს, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ  ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი იზრდება 660.4 ერთეულამდე. კონცენტრაციის ინდექსის ცვლილება (ΔHHI) შეადგენს 64.1 ერთეულს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს შეფასებით, განხორციელებული კონცენტრაცია არ ახდენს არსებით გავლენას შესაბამის ბაზარზე და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.


 
დოკუმენტის ნახვა
,,მეტრომარტის“ საქმე
2024-03-04

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „მეტრომარტის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ეხებოდა - შპს ,,სიბიდი დეველოპმენტის“ მიერ სავარაუდო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. აგრეთვე. ამავე კომპანიის მიერ სავარაუდო არაკეთილსინდისიერ კონკურენციას. ასევე, საჩივარში მომჩივანი მიუთითებდა შპს ,,სიბიდი დეველოპმენტის“ და შპს ,,ეი ბი სი - ტელეკომ ჯის“ შორის სავარაუდო კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების არსებობაზე.სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივანის მიერ მითითებულ გარემოებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთებოდა. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
,,ენსო ჯგუფის“ საქმე
2024-02-29

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს ,,ენსო ჯგუფის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხრიდან ეკონომიკური აგენტისთვის სავარაუდოდ ისეთი შეღავათის დაწესებას და დომინანტური მდგომარეობის შექმნას, რომელიც მას კონკურენტებთან ან პოტენციურ კონკურენტებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებდა, ზღუდავდა თავისუფალ ფასწარმოქმნას და კონკურენციას. სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივანის მიერ მითითებულ გარემოებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთებოდა. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
,,სკა ჯგუფის“ საქმე
2024-02-27

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს ,,სკა ჯგუფის“ საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარში მომჩივანი მიუთითებდა შპს ,,დრო ჰელსის“ მხრიდან სავარაუდო არაკეთილსინდისიერ კონკურენციაზე. მომჩივანმა ისარგებლა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებით და მან სააგენტოში წარმოდგენილი საჩივარი გაიხმო.


საჩივრის განუხილველად დატოვება არ ართმევს პირს უფლებას, მომართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით საკითხის შესწავლის მოთხოვნით. საჩივრის განუხილველად დატოვება არ ართმევს სააგენტოს უფლებას საჩივრის გახმობამდე წარმოდგენილი ინფორმაცია გამოიყენოს საკუთარი ინიციატივით მოკვლევის წარმოებისთვის.

დოკუმენტის ნახვა
,,დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საქმე II
2024-02-26

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ეხებოდა - შპს „ინტელექტ მარკეტისა“ და შპს ,,ჯი ემ ჯი ცენტრის“ მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, აგრეთვე ამავე კომპანიებისა და ფიზიკური პირის - არტიტტაია სირირატს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებას. ასევე, საჩივარში მომჩივანი მიუთითებდა არაკეთილსინდისიერ კონკურენციაზეც. სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივანის მიერ მითითებულ გარემოებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთებოდა. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ და სს „არდი დაზღვევის“ საქმე
2024-02-13

სააგენტომ დასაშვებად ცნო სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ მიერ სს „არდი დაზღვევის“ სადაზღვევო პორტფელის 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაცია. სააგენტოს შეფასებით, კონცენტრაციის განხორციელების შედეგად, მონაწილე მხარეების და მათთან დაკავშირებული კომპანიების ერთობლივი საბაზრო წილი სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე იზრდება 35.6%-მდე, ხოლო ავტოდაზღვევის ბაზარზე 28.1% - მდე. ორივე შემთხვევაში ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის საზღვრებში რჩება. საბაზრო წილის გათვალისწინებით, სააგენტომ სხვადასხვა პარამეტრების, მათ შორის ბაზრის სტრუქტურის გათვალისწინებით, დამატებით შეაფასა სამედიცინო დაზღვევის ბაზარი და შედეგად დაადგინა, რომ განსახორციელებელი კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას  და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

დოკუმენტის ნახვა