საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
დაუშვებლობის გადაწყვეტილებები
მოკვლევის შეწყვეტა
პირობითი ვალდებულებები
განუხილველად დატოვება
,,სანტრეიდის“ საქმე
2024-02-07

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „სანტრეიდის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ეხებოდა - სს „ბაშკირეთის სოდის კომპანიის“ მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, ასევე, არაკეთილსინდისიერ კონკურენციას („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6  და 113 მუხლები). გარდა ამისა, საჩივარში მომჩივანი მიუთითებდა კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებაზეც (კანონის მე-7 მუხლი). სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივანის მიერ მითითებულ გარემოებებში არ იკვეთებოდა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
ფ/პ იოსებ თათარაშვილისა და შპს „შარმ ტრეიდინგის“ საქმე
2023-12-29

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფ/პ იოსებ თათარაშვილისა და შპს „შარმ ტრეიდინგის“ მიერ ერთობლივი საწარმოს დაფუძნების გზით განხორციელებული კონცენტრაცია დასაშვებად ცნო. კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შეფასების მიზნით, სააგენტომ შეაფასა შესაბამისი ბაზრის როგორც იმპორტის, ასევე საბითუმო და საცალო მიწოდების დონე. სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ შესაბამისი ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და განხორციელებული კონცენტრაციის შედეგად ადგილი არ აქვს კონცენტრაციის ინდექსის არსებით ცვლილებას.


 
დოკუმენტის ნახვა
კინოთეატრის ბილეთების ონლაინ რეალიზაციის საქმე
2023-12-29

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) დარღვევა დაადგინა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ჯამურად მილიონ ექსვსასი ათას ლარზე მეტი ოდენობით სანქცია დაეკისრა, როგორც მომჩივან (შპს „ელ.ბილეთები)“, ასევე მოპასუხე  მხარეებს  (შპს „თინეთი“ და და ერთიანი ეკონომიკური სუბიექტი „სადისტრიბუციო კომპანია“). მოკვლევის ფარგლებში, სს „თიბისი ბანკისა“ და TBC Bank Group PLC-ს მიმართ  კანონის მე-7 მუხლის დარღვევა არ დადგინდა. აგრეთვე, კანონის მე-6 მუხლის დარღვევა არ დადგინდა შპს „სადისტრიბუციო კომპანიის“ მიმართ.  გარდა ამისა,  კულტურული, გასართობი, შემოქმედებითი, სპორტული, დასვენებისა და ტურიზმის, საგანმანათლებლო, სატრანსპორტო თუ სხვა ტიპის ღონისძიებების/პროდუქციის/მომსახურების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზრის გაჯანსაღების მიზნით გაიცა სამი რეკომენდაცია შესაბამისი სუბიექტების მიმართ.

დოკუმენტის ნახვა
თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრის მონიტორინგი
2023-12-29

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. მონიტორინგის ფარგლებში შეფასდა ბაზრის სხვადასხვა დონე, კერძოდ იმპორტი, საბითუმო და საცალო. ანგარიშით გამოიკვეთა, რომ ბაზარი გამოირჩევა მოქმედი ეკონომიკური აგენტების სიმრავლით და  კონცენტრაციის შეფასების - ჰერფინდალ ჰირშმანის დაბალი ინდექსით. შესაბამისად, სააგენტო მიიჩნევს რომ შესაბამის ბაზარი/ბაზრები კონკურენტულია და არ არსებობის მასზე შემდგომი დაკვირვების მიზანშეწონილობა.

დოკუმენტის ნახვა
ფარმაცევტული ბაზრის საქმე
2023-12-29

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 4 კომპანიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევა დაადგინა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), 4 კომპანიის მიერ (ავერსი, გეფა, პსპ, მერმისი) ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას. სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს დაეკისრათ ჯარიმა, საერთო ჯამში 53 მილიონ ლარამდე.


მოკვლევის დაწყების საფუძველს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 2023 წლის 23 მარტს ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების ზრდის და ამავე მედიკამენტებზე იდენტური ფასწარმოქმნის შესახებ გასაჯაროვებული ინფორმაცია წარმოადგენდა.


 

დოკუმენტის ნახვა
შპს „მნკორპის“ და შპს „ლექსველის“ საქმე
2023-12-05

სააგენტომ დასაშვებად ცნო შპს „მნკორპს“ და შპს „ლექსველს“ შორის განსახორციელებელი კონცენტრაცია. კერძოდ, შპს „მნკორპი“-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფეროშენადნობთა წარმოება, ხოლო შპს შპს „ლექსველი“ ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს სამშნებლო-დეველოპერულ სექტორში. სააგენტოს მიერ განხორციელებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბაზარზე 2022 წლის ბრუნვის მოცულობამ  შეადგენა 8 084 435 501 ლარი, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი - ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=63.96, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „მნკორპი“ კონცენტრაციის განხორციელებამდე არ მოქმედებს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის შესაბამის ბაზარზე, კონცენტრაციის განხორცილების შედეგად ადგილი არ ექნება კონცენტრაციის - HHI ინდექსის ცვლილებას.

დოკუმენტის ნახვა
შპს „რეპსოლის“ და შპს „იბერკომპანის“ საქმე
2023-12-05

სააგენტომ დასაშვებად ცნო კონცენტრაციის შესახებ შეტყობინება შპს „რეპსოლის“ მიერ შპს „იბერკომპანის“ საკუთრებაში არსებულ 4 ავტოგასამართ სადგურზე კონტროლის მოპოვების გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის შესახებ. კონცენტრაცია ეხება საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) საცალო სარეალიზაციო ბაზარს. ეროვნულ დონეზე საცალო ბაზრის მოცულობამ 2022 წელს შეადგინა 1 311 160 ათასი ლიტრი, საცალო ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა - 487, საცალო ბაზარზე მოქმედი ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა - 1250, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=949.7, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსია HHI=950.30, ინდექსის ცვლილება ΔHHI=0.56. შესაბამისად, დაგეგმილი კონცენტრაციის შედეგად შესაბამის ბაზარზე ადგილი არ აქვს კონცენტრაციის ინდექსის არსებით ცვლილებას.

დოკუმენტის ნახვა
,,წერეთლის მექსიკურის“ საქმე
2023-11-30

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2023 წლის ნოემბერს,  შპს ,,წერეთლის მექსიკურის“ 2023 წლის 7 მარტის საჩივრის საფუძველზე განხორციელებული საქმის მოკვლევა დაასრულა,რომლის შედეგადაც  დადასტურდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის დარღვევა შპს ,,მექსიკური ჰოტ-დოგი წერეთელზე“ და შპს ,,მექსიკური წერეთელზე N1“-ს მხრიდან.  ხსენებულ კომპანიებს დაეკისრათ შესაბამისი ფინანსური სანქცია და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალათ.

დოკუმენტის ნახვა
,,თბილისის თამბაქოს” საქმე
2023-09-19

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სს ,,თბილისის თამბაქოს“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა შეწყვიტა, რომელიც ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების სფეროში მოქმედი კომპანიების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების შესაძლო დარღვევის ფაქტს ეხებოდა. კერძოდ, მომჩივანმა 2023 წლის 16 სექტემბერს სააგენტოსთვის წარმოდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე უარი განაცხადა საჩივარზე. აღნიშნულ განცხადებაში მითითებულია, რომ საქმის მოკვლევის დაწყებიდან დღემდე, მომჩივანის დაკვირვებით ბაზარზე ყალიბდება მოცემულობა, რომელიც იძლევა ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობას, რაც სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყების შედეგს წარმოადგენს. 

დოკუმენტის ნახვა
„ჯი ემ ეს სი საქართველოს სამედიცინო სერვისების კომპანიის“ და შპს „მედკაპიტალის“ საქმე
2023-09-01

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სამედიცინო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების სექტორში დაგეგმილ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. საკითხი ეხება - შპს „ჯი ემ ეს სი საქართველოს სამედიცინო სერვისების კომპანიის“ მიერ შპს „მედკაპიტალში“ შპს „პსპ ფარმას“ 50%-იანი წილის შესყიდვას. სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალის მიხედვით დადგინდა, რომ აღნიშნული კონცენტრაცია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

დოკუმენტის ნახვა