საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
დაუშვებლობის გადაწყვეტილებები
მოკვლევის შეწყვეტა
პირობითი ვალდებულებები
განუხილველად დატოვება
,,MGL GEORGIA“-ს საქმე
2023-08-29

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ  შპს ,,MGL GEORGIA“-ს საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა. საკითხი ეხებოდა - შპს ,,ჯნს ჯორჯიას“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და 113 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტს. მოკვლევის ფარგლებში მიღებული და დამუშავებული ინფორმაციის შესაბამისად, მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან კანონდარღვევის ფაქტი არ დადასტურდა.  

დოკუმენტის ნახვა
„დიპლომატ ჯორჯიას“ და „კანტის“ საქმე
2023-08-22

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სწრაფი მოხმარების პროდუქტების (“FMCG”) სექტორში „დიპლომატ ჯორჯიასა“ და  “კანტის“ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. საკითხი ეხებოდა - შპს „დიპლომატ ჯორჯიას“ მიერ შპს „კანტის“ 75%-იანი წილის შეძენას. სააგენტომ კონკურენტული გარემო შეაფასა საკვები და სასმელი პროდუქტების იმპორტისა და საბითუმო ვაჭრობის, ასევე, სადისტრიბუციო მომსახურების ბაზარზე. სააგენტომ დაადგინა, რომ განხორციელებული კონცენტრაცია, კონკურენციის კანონმდებლობის შესაბამისად, არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და  კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

დოკუმენტის ნახვა
„თეთრი კვადრატი ისანში“ და „ანაგი დეველოპმენტ 2“-ის საქმე
2023-08-22

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, დეველოპერულ ბაზარზე, „ანაგი დეველოპმენტ 2“-ის და „თეთრი კვადრატი ისანში“ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. საკითხი ეხებოდა - შპს „თეთრი კვადრატი ისანის“ მიერ შპს „ანაგისგან“ შპს „ანაგი დეველოპმენტ 2“-ის 50%-იანი წილის შესყიდვას. სააგენტომ შეაფასა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბაზარი.  აღნიშნული ბაზრის მოცულობამ, 2022 წელს,   8 084 435 501 ლარი შეადგინა, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი(HHI) 61.41-ია, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შედეგად HHI 64,14-ია, ხოლო ინდექსის ცვლილება ΔHHI მიხედვით 2,73. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დაგეგმილი კონცენტრაციის შედეგად, შესაბამის ბაზარზე, კონცენტრაციის ინდექსის არსებითად არ იცვლება და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

დოკუმენტის ნახვა
ნავთობკომპანიების საქმე III
2023-08-17

2023 წლის 17 აგვისტოს, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზარზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა. საკითხი ეხებოდა - 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას.  მოკვლევის შედეგად დადასტურდა - შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ მიერ  „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია - ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა. ასევე, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სააგენტოს მიერ გაიცა შესასრულებლად აუცილებელი რეკომენდაცია.

დოკუმენტის ნახვა
,,დელტა დეველოპმენტ გრუპი“-ს საქმე (III)
2023-08-09

2022 წლის 5 დეკემბერს, სააგენტომ  შპს ,,დელტა დეველოპმენტ გრუპი“-ს საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა “კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების სავარაუდო დარღვევის ფარგლებში დაასრულა, რომლის შედეგადაც დადასტურდა ერთიანი ეკონომიკური სუბიექტის „თბილისის ბიზნეს სახლისა“, შპს „თბილისის ბიზნეს სახლი“ და ბანგლადეშის მოქალაქე, ინდივიდუალური მეწარმე სუმა მიას მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს დაეკისრათ შესაბამისი ფინანსური სანქცია და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალათ. სააგენტოს მიერ დადგენილი ვალდებულება კანონდარღვევის აღმოფხვრის შესახებ არ შესრულდა. შესაბამისად, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება  - ერთიანი ეკონომიკური სუბიექტის „თბილისის ბიზნეს სახლისა“ და ი/მ სუმა მიასთვის ჯარიმის დაკისრების თაობაზე.

დოკუმენტის ნახვა
„რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ საქმე II
2023-07-12

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ინდ. მეწარმე იური კოლპაკის საჩივარი - შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და 11³ მუხლის შესაძლო დარღვევის თაობაზე დაუშვებლად ცნო. თემა ეხებოდა  - დუშეთის რაიონის სოფელ კაიშაურებში, „მთა ვარცლას“ მიმდებარედ მრავალფუნქციურ კომპლექსში მდებარე აპარტამენტებში გარკვეული კომუნალური სერვისების მიწოდების შეწყვეტის საკითხს. საჩივარში დასახელებული პრეტენზიები გამომდინარეობდა სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან, რისი განხილვაც და შეფასებაც სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. შესაბამისად, დასაშვებობის ეტაპზე სააგენტომ დადგინდა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტებს.


 
დოკუმენტის ნახვა
„რეტკოს“ საქმე
2023-07-05

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, შპს „რეტკოს“ საჩივარი სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, ხოლო შპს „ქსელმშენის“, შპს „ჯორჯიან ინჟინერინგ კომპანისა“  და შპს „ხადას“ მიერ კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ დაუშვებლად ცნო. საკითხი ეხებოდა სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მიწოდების 30 დღიანი ვადის დაწესებას. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ ბაზრის კვლევა განახორციელა ორჯერ, რომლის ფარგლებშიც სადავო სატენდერო პირობას აკმაყოფილებდა სულ მცირე 6 ეკონომიკური აგენტი. შესაბამისად, დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, სააგენტომ მიიჩნია, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს.

დოკუმენტის ნახვა
„რეტკოს“ საქმე
2023-07-05

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, შპს „რეტკოს“ საჩივარი სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, ხოლო შპს „ქსელმშენის“, შპს „ჯორჯიან ინჟინერინგ კომპანისა“  და შპს „ხადას“ მიერ კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ დაუშვებლად ცნო. საკითხი ეხებოდა - სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მიწოდების 30 დღიანი ვადის დაწესებას. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ ბაზრის კვლევა განახორციელა ორჯერ, რომლის ფარგლებშიც სადავო სატენდერო პირობას აკმაყოფილებდა სულ მცირე 6 ეკონომიკური აგენტი. შესაბამისად, დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, სააგენტომ მიიჩნია, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტებს.

დოკუმენტის ნახვა
„ეს. ი. ეი-ს“ საქმე 2
2023-06-21

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2022 წლის 20 სექტემბერს,  შპს ,,ეს.ი.ეი-ს“ 2022 წლის 10 მარტის საჩივრის საფუძველზე განხორციელებული საქმის მოკვლევა დაასრულა, რომლის შედეგადაც  დადასტურდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის დარღვევა შპს ,,ბი ეს თის“ მხრიდან.  ხსენებულ კომპანიას დაეკისრა შესაბამისი ფინანსური სანქცია და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალა. სააგენტოს მიერ დადგენილი ვალდებულება შპს ,,ბი ეს თის“ მიერ შესრულდა ნაწილობრივ. შესაბამისად, დადგენილი დარღვევის ნაწილობრივ აღმოუფხვრელობის გამო შპს ,,ბი ეს თის “ დაეკისრა ჯარიმა.

დოკუმენტის ნახვა
„მედ ფარმასი გრუპის“ საქმე
2023-06-16

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „მედ ფარმასი გრუპის“ საჩივარი შპს „დოქტორ გუდსის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11³ მუხლის შესაძლო დარღვევის თაობაზე დაუშვებლად ცნო. საკითხი ეხებოდა შპს „დოქტორ გუდსის“ დირექტორის მხრიდან მომჩივანი კომპანიის რეპუტაციის შელახვას, უსაფუძვლო კრიტიკას და დისკრედიტაციას. სააგენტომ დასაშვებობის ეტაპზე დაადგინა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობდა და მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა