საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
დაუშვებლობის გადაწყვეტილებები
მოკვლევის შეწყვეტა
პირობითი ვალდებულებები
განუხილველად დატოვება
„ყაზბეგი 1881”-ის საქმე
2023-06-02

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ყაზბეგი 1881”-ის საჩივარი შპს “საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკას“ და შპს “გლობალ ბიერ ჯორჯიას” მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის შესაძლო დარღვევის თაობაზე დაუშვებლად ცნო. საჩივარი შეეხებოდა მომჩივანის ობიექტის წინ საინფორმაციო ბანერის გაკვრას. საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე სააგენტომ დაადგინა, რომ  მომჩივანი და მოპასუხე არ წარმოადგენენ ერთმანეთის კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს. შესაბამისად, სააგენტომ მიიჩნია, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევის დაწყების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

დოკუმენტის ნახვა
„რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ საქმე
2023-06-01

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ინდ. მეწარმე ვიქტორ სუროგინის საჩივარი შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და 11³ მუხლების შესაძლო დარღვევის თაობაზე დაუშვებლად ცნო. საკითხი ეხებოდა - დუშეთის რაიონის სოფელ კაიშაურებში, „მთა ვარცლას“ მიმდებარედ მრავალფუნქციურ კომპლექსში მდებარე აპარტამენტებში კონკრეტული კომუნალური სერვისების მიწოდების საკითხს. სააგენტომ დასაშვებობის ეტაპზე დაადგინა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობდა, რადგან მომჩივანი და მოპასუხე სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმყოფიებიან, რისი განხილვაც და შეფასებაც სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
„რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ საქმე
2023-06-01

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ინდ. მეწარმე ვიქტორ სუროგინის საჩივარი -  შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და 11³ მუხლების შესაძლო დარღვევის თაობაზე დაუშვებლად ცნო. საკითხი ეხებოდა - დუშეთის რაიონის სოფელ კაიშაურებში, „მთა ვარცლას“ მიმდებარედ მრავალფუნქციურ კომპლექსში მდებარე აპარტამენტებში კონკრეტული კომუნალური სერვისების მიწოდების საკითხს. სააგენტომ დასაშვებობის ეტაპზე დაადგინა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობდა, რადგან მომჩივანი და მოპასუხე სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმყოფებიან, რაც სცილდება სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს. შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველის არარსებობის გამო, სააგენტომ საქმის მოკვლევაზე განაცხადა უარი.

დოკუმენტის ნახვა
ფიზიკურ პირ თემურ ბოლქვაძის და „ლეგომეტალის“ საქმე
2023-05-18

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფ/პ თემურ ბოლქვაძეს მიერ შპს „ლეგომეტალის“ 100%-იანი წილის შეძენაზე თანხმობა გასცა. სააგენტომ კონკურენტული გარემო შეაფასა ფერადი ლითონის ჯართით ექსპორტის ბაზარზე, რომლის მოცულობა 2021 წელს შეადგენდა 271,7 მლნ ლარს, მონაწილე სუბიექტების რაოდენობა - 46, ბაზრის ბაზრის კონცენტრაციის (HHI) ინდექსი - 1 474,77, რაც საშუალოდ კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.   სააგენტოს პოზიციით, განხორციელებული კონცენტრაცია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

დოკუმენტის ნახვა
„რონიკოს“ და „ართთაიმის“ საქმე
2023-05-18

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ  შპს „რონიკოს“ მიერ  შპს „ართთაიმის“ 100%-იანი წილის შეძენაზე თანხმობა გასცა. სააგენტოს პოზიციით,  შპს „რონიკოს“ და შპს „ართთაიმს“ შორის განხორციელებული კონცენტრაცია არ ცვლის შესაბამისი ბაზრის სასაქონლო სტრუქტურას, და გამომდინარე აქედან, კონცენტრაცია  კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

დოკუმენტის ნახვა
„სილქ როუდ ენჯინეარინგის“ და „ფარმარეას“ საქმე
2023-05-18

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ  შპს „სილქ როუდ ენჯინეარინგის“ მიერ  შპს „ფარმარეას“ 100%-იანი წილის შეძენაზე თანხმობა გასცა. სააგენტომ შეაფასა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და მარაგ-ნაწილების პროდუქციული ბაზარი. სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, მოწყობილობებით და საკუთნოებით საბითუმო ვაჭრობის ბაზრის მოცულობა 2021 წელს შეადგენდა 169.3 მლნ ლარს, მონაწილე სუბიექტების რაოდენობა - 134, ბაზრის კონცენტრაციის (HHI) ინდექსი - 463,14, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, მოწყობილობებით და საკუთნოებით იმპორტის  მოცულობა 2021 წელს შეადგენდა 186,4 მლნ ლარს, მონაწილე სუბიექტების რაოდენობა - 1175, ბაზრის კონცენტრაციის (HHI) ინდექსი - 463,14, რაც ასევე დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.

დოკუმენტის ნახვა
ი/მ ნუნუ კინწურაშვილის საქმე
2023-05-10

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ი/მ ნუნუ კინწურაშვილის საჩივარი დაუშვებლად ცნო. საკითხი ეხებოდა -  ი/მ მაია ცაგარეიშვილის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11(3) მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტს. კერძოდ, საჩივარში დასმული საკითხების უმრავლესობა სცილდება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას. ასევე, მომჩივანის მხრიდან, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არ იქნა წარმოდგენილი  დამატებით მოთხოვნილი ინფორმაცია. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.


 
დოკუმენტის ნახვა
"საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის" საქმე
2023-04-11

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ  - მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანოსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტი დაადგინა. ასევე, მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთა დამატებით ექვსი მუნიციპალიტეტის (ხაშურის, ქარელის, კასპის, დმანისის, გარდაბნის და წალკის) მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სადავო პირობის გამოყენების ფაქტი. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს და სახელმწიფო შემსყიდველ სხვა ორგანიზაციებს დაევალათ, სატენდერო პირობების ფორმირების პროცესში უზრუნველყონ კონკურენციის პრინციპების დაცვა,

დოკუმენტის ნახვა
ტექნიკური ინსპექტირების საქმე II
2023-03-22

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ი/მ შოთა ლომინაშვილის საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა და დარღვევის ფაქტი დაადასტურა. საკითხი ეხებოდა  სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს ეხებოდა. კერძოდ, დარღვევა შეეხებოდა აკრედიტაციისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების დაწყებასა და განხორციელებაზე აკრედიტაციის ცენტრის წერილობით უარს, რომელიც არ ეფუძნებოდა მოქმედ კანონმდებლობას და იწვევდა მომჩივანის ეკონომიკური საქმიანობის შეფერხებას.

დოკუმენტის ნახვა
შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზრის მონიტორინგი
2022-12-28

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს პარლამენტის წევრის მომართვის საფუძველზე, შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზრის მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ ბაზრის წლიური მოცულობა მცირეა და 2 მილიონ ლარს არ აღემატება. შუშის ნარჩენების შეგროვების ბაზარზე, ბოლო პერიოდში, ახალი კომპანიის შესვლა ფიქსირდება, რის შედეგადაც გაიზარდა შეგროვებული ნარჩენის რაოდენობა, სარეალიზაციო ფასი და ასევე იმ ფიზიკური/იურიდიული პირების რაოდენობაც, რომელთაგანაც ხორციელდება შუშის ნარჩენების შეგროვება. სააგენტოს გადაწყვეტილებით, შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზარზე კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ გამოიკვეთა. 

დოკუმენტის ნახვა