საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
დაუშვებლობის გადაწყვეტილებები
მოკვლევის შეწყვეტა
პირობითი ვალდებულებები
განუხილველად დატოვება
"დელტა დეველოპმენტ გრუპი"ს საქმე
2022-12-08

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, შპს „დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა, რომელიც სათარჯიმნო-მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების შესაძლო დარღვევის ფაქტს ეხებოდა. მოკვლევის შედეგად დადასტურდა ორი მოპასუხე ეკონომიკური აგენტის და ერთ-ერთი მთარგმნელ-თარჯიმნის მიერ მე-7 მუხლის დარღვევის ფაქტი. ეკონომიკურ აგენტებს დაეკისრათ შესაბამისი ფინანსური სანქცია და  კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალათ. ასევე,  ეკონომიკურ აგენტებს წარედგინათ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია.

დოკუმენტის ნახვა