საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას შორის, 2024 წლის 19 სექტემბერს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, 2024 წლის 11 მარტს.
2021 წლის 3 დეკემბერს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა და კომუნიკაციების კომისიის წარმოდგენელმა, ვახტანგ აბაშიძემ ერთიანი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს შორის, 2017 წლის 2 მაისს, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შორის, 2017 წლის 8 თებერვალს, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.