საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
დაუშვებლობის გადაწყვეტილებები
მოკვლევის შეწყვეტა
პირობითი ვალდებულებები
განუხილველად დატოვება
შუალედური და განმეორებითი სანქციები
„ტექნოკომის“ საქმე
2025-04-22

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ტექნოკომის“ საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საჩივრის ფორმალური დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე დადგინდა, რომ ის არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს.  ხარვეზის აღმოსაფხვრელად მომჩივანს სააგენტოს მიერ განესაზღვრა ვადა,  რა ვადაშიც მას სააგენტოში დადგენილი წესით არ წარმოუდგენია დაზუსტებული საჩივარი, რის შემდგომაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. საკითხი ეხებოდა შპს "სმარტლის" მხრიდან "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 და მე-11(3) მუხლების შესაძლო დარღვევის ფაქტს. ასევე, საჩივარი ეხებოდა "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტს. 


საჩივრის განუხილველად დატოვება არ ართმევს პირს უფლებას, მომართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით საკითხის შესწავლის მოთხოვნით.

დოკუმენტის ნახვა
შპს ,,სმარტლის“ საქმე
2024-08-27

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, შპს ,,სმარტლისსაჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება, მომჩივნის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი საჩივრის გახმობის საფუძველზე მიიღო. მომჩივნის პოზიციით,  სააგენტოს ჩართულობით და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შედეგად, მის მიერ საჩივარში დასმული საკითხი დასაშვებობის შესწავლის ეტაპზევე აღმოიფხვრა. თემა  ეხებოდა - სარეკლამო მომსახურების სექტორში, შპს ,,ტავ ურბან საქართველოს“ და შპს ,,ალმას“ მხრიდან სავარაუდო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას („კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლი).


საჩივრის განუხილველად დატოვება არ ართმევს პირს უფლებას, მომართოს სააგენტოს იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით საკითხის შესწავლის მოთხოვნით. საჩივრის განუხილველად დატოვება არ ართმევს სააგენტოს უფლებას საჩივრის გახმობამდე წარმოდგენილი ინფორმაცია გამოიყენოს საკუთარი ინიციატივით მოკვლევის წარმოებისთვის.

დოკუმენტის ნახვა