საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
დაუშვებლობის გადაწყვეტილებები
მოკვლევის შეწყვეტა
პირობითი ვალდებულებები
განუხილველად დატოვება
შუალედური და განმეორებითი სანქციები
შპს ,,რუსთავის ავტობაზრობის“ საქმე - განმეორებითი ჯარიმა II
2024-11-29

ავტოიმპორტიორების მიერ შემოტანილი ერთობლივი საჩივრის საფუძველზე, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის მიმართულებით, სააგენტოში საქმის მოკვლევა მიმდინარეობს. საკითხის შესწავლის ფარგლებში, სააგენტოს მიერ მოპასუხე ეკონომიკური აგენტისგან გამოითხოვილ იქნა დოკუმენტაცია, რაც არ შესრულდა, ხოლო ვადის დარღვევით, ინფორმაცია  არასრული სახით იქნა მოწოდებული. შესაბამისად, შპს ,,რუსთავის ავტობაზრობას“ 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. ამავე კომპანიას სააგენტომ ხელახლა განუსაზღვრა ვადა ინფორმაციის მოწოდებისათვის, რაც კვლავ არასრული სახით იქნა  მოწოდებული, რის გამოც მას ინფორმაციის განმეორებით მოუწოდებლობის საფუძვლით, დამატებით 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.


სააგენტომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტისგან განმეორებით გამოითხოვა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. კომპანიამ მესამეჯერ განაცხადა უარი სააგენტოს მოთხოვნაზე, რის გამოც მას განმეორებითად დაეკისრა ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ჯამში, შპს ,,რუსთავის ავტობაზრობას“ ინფორმაციის არასრულად მოწოდებისთვის 13 000 ლარი დაეკისრა.

დოკუმენტის ნახვა
შპს ,,მიკადო ჯორჯიას“ საქმე - განმეორებითი ჯარიმა II
2024-11-29

ავტოიმპორტიორების მიერ შემოტანილი ერთობლივი საჩივრის საფუძველზე,  ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის მიმართულებით, სააგენტოში საქმის მოკვლევა მიმდინარეობს. საკითხის შესწავლის ფარგლებში, სააგენტოს მიერ მოპასუხე ეკონომიკური აგენტისგან გამოითხოვილ იქნა დოკუმენტაცია, რაც არ შესრულდა, ხოლო ვადის დარღვევით, ინფორმაცია  არასრული სახით იქნა მოწოდებული. შესაბამისად, შპს ,,მიკადო ჯორჯიას“   3 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. ამავე კომპანიას სააგენტომ ხელახლა განუსაზღვრა ვადა ინფორმაციის მოწოდებისათვის, რაც კვლავ არასრული სახით იქნა  მოწოდებული, რის გამოც მას ინფორმაციის განმეორებით მოუწოდებლობის საფუძვლით, დამატებით 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.


სააგენტომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტისგან განმეორებით გამოითხოვა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. კომპანიამ მესამეჯერ განაცხადა უარი სააგენტოს მოთხოვნაზე, რის გამოც მას განმეორებითად დაეკისრა ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.  ჯამში, შპს ,,მიკადო ჯორჯიას“ ინფორმაციის არასრულად მოწოდებისთვის 13 000 ლარი დაეკისრა.

დოკუმენტის ნახვა
რუსთავის ავტობაზრობის საქმე - განმეორებითი ჯარიმა
2024-11-25

ავტოიმპორტიორების მიერ შემოტანილი ერთობლივი საჩივრის საფუძველზე სააგენტოში საქმის მოკვლევა მიმდინარეობს, რომელიც  კომპანიების შპს ,,რუსთავის ავტობაზრობისა“ და შპს ,,მიკადო ჯორჯიას“ მიერ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევას შეეხება. საკითხის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ გამოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია კომპანია შპს ,,რუსთავის ავტობაზრობისგან.“ აღნიშნულმა კომპანიამ, სააგენტოს წერილის ჩაბარების მიუხედავად, განსაზღვრულ ვადაში გამოთხოვილი დოკუმენტაცია არ წარმოადგინა, ხოლო ვადის დარღვევით მოწოდებული ინფორმაცია არასრული სახით წარმოადგინა. შესაბამისად, შპს ,,რუსთავის ავტობაზრობას“ დაეკისრა ჯარიმა - 3 000 ლარის ოდენობით. ინფორმაციის მოწოდებისთვის, ამავე კომპანიას სააგენტომ ხელახლა განუსაზღვრა ვადა. კომპანიამ სააგენტოს მიერ ხელახლა განსაზღვრულ ვადაში კვლავ არასრული სახით წარმოადგინა გამოთხოვილი ინფორმაცია, რის გამოც მას  ჯარიმა დაეკისრა 5 000 ლარის ოდენობით - ინფორმაციის განმეორებით მოუწოდებლობის საფუძვლით.

დოკუმენტის ნახვა
მიკადო ჯორჯიას საქმე - განმეორებითი ჯარიმა
2024-11-25

ავტოიმპორტიორების მიერ შემოტანილი ერთობლივი საჩივრის საფუძველზე სააგენტოში მოკვლევა მიმდინარეობს, რომელიც  კომპანიების შპს ,,რუსთავის ავტობაზრობისა“ და შპს ,,მიკადო ჯორჯიას“ მიერ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევას შეეხება. საკითხის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ გამოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია კომპანია შპს ,,მიკადო ჯორჯიასგან.“ აღნიშნულმა კომპანიამ, სააგენტოს წერილის ჩაბარების მიუხედავად, განსაზღვრულ ვადაში გამოთხოვილი დოკუმენტაცია არ წარმოადგინა, ხოლო ვადის დარღვევით მოწოდებული ინფორმაცია არასრული სახით წარმოადგინა. შესაბამისად, შპს ,,მიკადო ჯორჯიას“ დაეკისრა ჯარიმა - 3 000 ლარის ოდენობით. ინფორმაციის მოწოდებისათვის, ამავე კომპანიას სააგენტომ ხელახლა განუსაზღვრა ვადა. კომპანიამ სააგენტოს მიერ ხელახლა განსაზღვრულ ვადაში კვლავ არასრული სახით წარმოადგინა გამოთხოვილი ინფორმაცია, რის გამოც მას დაეკისრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით - ინფორმაციის განმეორებით მოუწოდებლობის საფუძვლით.

დოკუმენტის ნახვა
მიკადო ჯორჯიას საქმე - პირველადი ჯარიმა
2024-10-29

სააგენტოში მიმდინარეობს ავტოიმპორტიორების მიერ შემოტანილი ერთობლივი საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევა, რომელიც შეეხება კომპანიების შპს ,,რუსთავის ავტობაზრობისა“ და შპს ,,მიკადო ჯორჯიას“ მიერ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევას. საკითხის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ გამოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია კომპანია -შპს ,,მიკადო ჯორჯიას.“ აღნიშნულმა კომპანიამ, სააგენტოს წერილის ჩაბარების მიუხედავად, განსაზღვრულ ვადაში გამოთხოვილი დოკუმენტაცია არ წარმოადგინა, ხოლო ვადის დარღვევით მოწოდებული ინფორმაცია არასრული სახით წარმოადგინა. შესაბამისად, - შპს ,,მიკადო ჯორჯიას“ დაეკისრა ჯარიმა - 3 000 ლარის ოდენობით.

დოკუმენტის ნახვა
რუსთავის ავტობაზრობის საქმე - პირველადი ჯარიმა
2024-10-29

სააგენტოში მიმდინარეობს ავტოიმპორტიორების მიერ შემოტანილი ერთობლივი საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევა, რომელიც შეეხება კომპანიების შპს ,,რუსთავის ავტობაზრობისა“ და შპს ,,მიკადო ჯორჯიას“ მიერ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევას. საკითხის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ გამოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია კომპანია - შპს ,,რუსთავის ავტობაზრობისგან.“ აღნიშნულმა კომპანიამ, სააგენტოს წერილის ჩაბარების მიუხედავად, განსაზღვრულ ვადაში გამოთხოვილი დოკუმენტაცია არ წარმოადგინა, ხოლო ვადის დარღვევით მოწოდებული ინფორმაცია არასრული სახით წარმოადგინა. შესაბამისად, - შპს ,,რუსთავის ავტობაზრობას“ დაეკისრა ჯარიმა - 3 000 ლარის ოდენობით.

დოკუმენტის ნახვა
შპს „პოსეიდონი 2022“-ის საქმე
2024-10-16

სააგენტოში მიმდინარეობს შპს „პოსეიდონი 2022“-ის (ს/ნ 448058262) მიერ შემოტანილი საჩივრის (თარიღი: 03.09.2024; რეგ: N 01/4470) დასაშვებობის შესწავლა, რომელიც შეეხება კომპანიების შპს ,,გოლდენ ფიშ ბათუმისა“ (ს/ნ 445734331) და შპს ,,ზუნდაგის“ მიერ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევას, ხოლო შპს ,,გოლდენ ფიშ ბათუმის“ (ს/ნ 445734331) ნაწილში, დამატებით, ამავე კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევასაც. საკითხის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ გამოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია კომპანია - შპს ,,გოლდენ ფიშ ბათუმისგან“. აღნიშნულმა კომპანიამ, სააგენტოს წერილის ჩაბარების მიუხედავად, განსაზღვრულ ვადაში გამოთხოვილი დოკუმენტაცია არ წარმოადგინა. შესაბამისად, - შპს ,,გოლდენ ფიშ ბათუმს“ დაეკისრა ჯარიმა - 3 000 ლარის ოდენობით.

დოკუმენტის ნახვა