საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
დაუშვებლობის გადაწყვეტილებები
მოკვლევის შეწყვეტა
პირობითი ვალდებულებები
განუხილველად დატოვება
,,მეტრომარტის“ საქმე
2024-03-04

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „მეტრომარტის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ეხებოდა - შპს ,,სიბიდი დეველოპმენტის“ მიერ სავარაუდო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. აგრეთვე. ამავე კომპანიის მიერ სავარაუდო არაკეთილსინდისიერ კონკურენციას. ასევე, საჩივარში მომჩივანი მიუთითებდა შპს ,,სიბიდი დეველოპმენტის“ და შპს ,,ეი ბი სი - ტელეკომ ჯის“ შორის სავარაუდო კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების არსებობაზე.სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივანის მიერ მითითებულ გარემოებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთებოდა. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
,,დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საქმე II
2024-02-26

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ეხებოდა - შპს „ინტელექტ მარკეტისა“ და შპს ,,ჯი ემ ჯი ცენტრის“ მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, აგრეთვე ამავე კომპანიებისა და ფიზიკური პირის - არტიტტაია სირირატს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებას. ასევე, საჩივარში მომჩივანი მიუთითებდა არაკეთილსინდისიერ კონკურენციაზეც. სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივანის მიერ მითითებულ გარემოებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთებოდა. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
,,სანტრეიდის“ საქმე
2024-02-07

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „სანტრეიდის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ეხებოდა - სს „ბაშკირეთის სოდის კომპანიის“ მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, ასევე, არაკეთილსინდისიერ კონკურენციას („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6  და 113 მუხლები). გარდა ამისა, საჩივარში მომჩივანი მიუთითებდა კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებაზეც (კანონის მე-7 მუხლი). სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივანის მიერ მითითებულ გარემოებებში არ იკვეთებოდა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
„რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ საქმე II
2023-07-12

კონკურენციის სააგენტომ, ინდ. მეწარმე იური კოლპაკის საჩივარი - შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და 11³ მუხლების შესაძლო დარღვევის თაობაზე დაუშვებლად ცნო. თემა ეხებოდა დუშეთის რაიონის სოფელ კაიშაურებში, „მთა ვარცლას“ მიმდებარედ მრავალფუნქციურ კომპლექსში მდებარე აპარტამენტებში გარკვეული კომუნალური სერვისების მიწოდების შეწყვეტის საკითხს. საჩივარში დასახელებული პრეტენზიები გამომდინარეობდა სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან, რისი განხილვაც და შეფასებაც  სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. შესაბამისად, სააგენტომ დადგინდა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტებს და არ არსებობდა  კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის გონივრული ეჭვი.

დოკუმენტის ნახვა
„რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ საქმე
2023-06-01

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ინდ. მეწარმე ვიქტორ სუროგინის საჩივარი -  შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და 11³ მუხლების შესაძლო დარღვევის თაობაზე დაუშვებლად ცნო. საკითხი ეხებოდა - დუშეთის რაიონის სოფელ კაიშაურებში, „მთა ვარცლას“ მიმდებარედ მრავალფუნქციურ კომპლექსში მდებარე აპარტამენტებში კონკრეტული კომუნალური სერვისების მიწოდების საკითხს. სააგენტომ დასაშვებობის ეტაპზე დაადგინა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობდა, რადგან მომჩივანი და მოპასუხე სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმყოფებიან, რაც სცილდება სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს. შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველის არარსებობის გამო, სააგენტომ საქმის მოკვლევაზე განაცხადა უარი.

დოკუმენტის ნახვა
„სადაზღვევო კომპანია უნისონის“ და „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის” საქმე
2021-08-12

კონკურენციის ეროვნულ სააგენტომ, სს „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივარი შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის” მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაუშვებლად ცნო. კერძოდ, დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე გამოიკვეთა, რომ სადავო ავტომობილის შესაკეთებლად ყველა სახის მომსახურების მიღების ვალდებულება გამომდინარეობდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სატენდერო პირობებიდან. ამასთან, არც მოპასუხის და არც მწარმოებლის საგარანტიო პირობები არ შეიცავდა პირდაპირ აკრძალვას ავტომობილის არაავტორიზებულ სერვის ცენტრში გადატანასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

დოკუმენტის ნახვა
„ინტელექტ მარკეტის“ საქმე
2020-12-14

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ინტელექტ მარკეტის“  საჩივარი 5 ეკონომიკური აგენტის - შპს ,,თბილისის ბიზნეს სახლის“ (3 კომპანია სხვადასხვა საიდენტიფიკაციო ნომრით) შპს ,,GK“-ს და შპს ,,უნივერსალური ბიზნეს სერვისების“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ დაუშვებლად ცნო. კერძოდ, დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, სააგენტომ დაადგინა, რომ სახელმწიფო შესყიდვებში, სათარჯიმნო მომსახურების მიწოდების ბაზარზე მოპასუხე კომპანიებს ერთობლივად, ბოლო 3 წლის განმავლობაში გააჩნდათ ბევრად ნაკლები საბაზრო წილი, ვიდრე ეს დომინანტური მდგომარეობის ქონისათვის არის განსაზღვრული. შესაბამისად, სააგენტომ საჩივარი დაუშვებლად ცნო და საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარი განაცხადა.

დოკუმენტის ნახვა
„შკოდა ტრანსპორტეიშენის“, „შკოდა ვაგონკას“ და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ საქმე II
2020-09-14

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სს „შკოდა ტრანსპორტეიშენის“ და სს „შკოდა ვაგონკას“ საჩივარი შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო. კერძოდ, შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ ტენდერის პირველ ეტაპზე მონაწილეთა შორის „შტადლერის“ დამატება EBRD-ის მითითების თანახმად განხორციელდა, რაც გამორიცხავს - შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ საკუთარი ინიციატივით მიღებულ როგორც გადაწყვეტილებას, ისე ქმედებას.  შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველის არ არსებობის გამო, სააგენტომ აღნიშნული საჩივარი დაუშვებლად ცნო.

დოკუმენტის ნახვა
ფარმაცევტული კომპანიების საქმე
2020-03-17

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში წარმოდგენილ იქნა მოქალაქეების - ანა დოლიძის, გია ბერეჟიანისა და ლელა გულედანის განცხადება მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე. განმცხადებლების პოზიციით, დარღვევა გამოიხატებოდა ბაზარზე ოლიგოპოლიურ მდგომარეობაში მყოფი კომპანიების მიერ მედიკამენტებზე ფასების ყოველწლიურ ზრდაში. სააგენტომ განცხადება დაუშვებლად ცნო, რადგან მოპასუხეებმა არ წარმოადგინეს დავის საგნის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანი დამატებითი ინფორმაცია, რაც „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის საფუძველია.

დოკუმენტის ნახვა
თევზჭერის საქმე
2019-06-03

შპს „მბმ“-მ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შემოიტანა თევზჭერის ბაზარზე მოქმედი 4 კომპანიის (შპს „აისბერგი 2“, შპს „ზღვის პროდუქტები“, შპს „გეოფიშ კომპანი“, შპს „პალიასტომი 2004“) მხრიდან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე, რაც მომჩივანის პოზიციით გამოიხატებოდა მოპასუხე კომპანიების მიერ არასამართლიანი სავაჭრო პირობების დაწესებაში. სააგენტომ არ დაიწყო საქმის მოკვლევა, რადგან დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე დადგინდა რომ მოპასუხე კომპანიებს არ გააჩნდათ დომინირებული მდგომარეობა შესაბამის ბაზარზე.

დოკუმენტის ნახვა