საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „მეტრომარტის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ეხებოდა - შპს ,,სიბიდი დეველოპმენტის“ მიერ სავარაუდო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. აგრეთვე. ამავე კომპანიის მიერ სავარაუდო არაკეთილსინდისიერ კონკურენციას. ასევე, საჩივარში მომჩივანი მიუთითებდა შპს ,,სიბიდი დეველოპმენტის“ და შპს ,,ეი ბი სი - ტელეკომ ჯის“ შორის სავარაუდო კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების არსებობაზე.სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივანის მიერ მითითებულ გარემოებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთებოდა. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ეხებოდა - შპს „ინტელექტ მარკეტისა“ და შპს ,,ჯი ემ ჯი ცენტრის“ მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, აგრეთვე ამავე კომპანიებისა და ფიზიკური პირის - არტიტტაია სირირატს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებას. ასევე, საჩივარში მომჩივანი მიუთითებდა არაკეთილსინდისიერ კონკურენციაზეც. სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივანის მიერ მითითებულ გარემოებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთებოდა. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „სანტრეიდის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ეხებოდა - სს „ბაშკირეთის სოდის კომპანიის“ მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, ასევე, არაკეთილსინდისიერ კონკურენციას („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და 113 მუხლები). გარდა ამისა, საჩივარში მომჩივანი მიუთითებდა კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებაზეც (კანონის მე-7 მუხლი). სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივანის მიერ მითითებულ გარემოებებში არ იკვეთებოდა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, შპს „რეტკოს“ საჩივარი სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, ხოლო შპს „ქსელმშენის“, შპს „ჯორჯიან ინჟინერინგ კომპანისა“ და შპს „ხადას“ მიერ კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ დაუშვებლად ცნო. საკითხი ეხებოდა - სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მიწოდების 30 დღიანი ვადის დაწესებას. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ ბაზრის კვლევა განახორციელა ორჯერ, რომლის ფარგლებშიც სადავო სატენდერო პირობას აკმაყოფილებდა სულ მცირე 6 ეკონომიკური აგენტი. შესაბამისად, დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, სააგენტომ მიიჩნია, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტებს.
საქართველოს კონკურენციის სააგენტოში ააიპ „კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრმა“ შემოიტანა განცხადება, რომელიც ეხებოდა კომპანია Booking.com-ის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებაში შესაძლო მონაწილეობის ფაქტს. სააგენტომ არ დაიწყო საქმის მოკვლევა, რადგან კომპანიამ დასაშვებობის შემოწმების ეტაპზევე შეცვალა სადავო სახელშეკრულებო ნორმები, მსგავს საქმეებზე დამკვიდრებული საერთაშორისო პრაქტიკის ანალოგიურად.
საქართველოს კონკურენციის სააგენტოში ააიპ „კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრმა“ შემოიტანა განცხადება, რომელიც ეხებოდა სს „კრედიტინფო საქართველოსა“ და კრედიტის/სესხის გამცემი ორგანიზაციების კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებაში შესაძლო მონაწილეობის ფაქტს. განმცხადებლის პოზიციით, აღნიშნული გამოიხატებოდა სს „კრედიტინფო საქართველოს“ მიერ კომპანიის საკრედიტო რეესტრის მეშვეობით მონაცემების გავრცელებაში. სააგენტომ არ დაიწყო საქმის მოკვლევა, რადგან სადავო ქმედების შემადგენლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, არ დაკმაყოფილდა დარღვევის არსებობის თაობაზე გონივრული ეჭვის სტანდარტი.
საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ შემოიტანა საჩივარი, რომელიც ეხებოდა შპს „სტრადა მოტორსისა“ და შპს „ჯი თი მოტორსის“ კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებაში შესაძლო მონაწილეობის ფაქტს. მომჩივანის პოზიციით, აღნიშნული გამოიხატებოდა კომპანიების მიერ სახელმწიფო ტენდერებში შეთანხმებულ მონაწილეობაში. სააგენტომ არ დაიწყო საქმის მოკვლევა, რადგან მიიჩნია, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა მატერიალური დასაშვებობის კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და სადავოდ გამხდარი ტენდერების უმეტეს ნაწილთან მიმართებაში შპს „სიტროენ ჯორჯია“ არ წარმოადგენდა საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილ პირს.
საქართველოს კონკურენციის სააგენტოში ააიპ „კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრმა“ შემოიტანა განცხადება, რომელიც ეხებოდა შპს „პსპ ფარმას“, შპს „ავერსი ფარმას“, შპს „ეი ბი სი ფარმაციას“ და სს „ჯი პი სის“ კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებაში შესაძლო მონაწილეობის ფაქტს. განმცხადებლის პოზიციით, აღნიშნული გამოიხატებოდა კომპანიებს შორის არსებული ექსკლუზიური ხელშეკრულებებით მედიკამენტების იმპორტისა და ქვეყნის შიდა ბაზარზე მათი დისტრიბუციის შეზღუდვაში. სააგენტომ არ დაიწყო საქმის მოკვლევა, რადგან დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე არ დაკმაყოფილდა გონივრული ეჭვის სტანდარტი.