საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში მიმდინარეობს საქმის მოკვლევა შპს „ქომუნითი სოფტ სოლუშენსის“ (ს/ნ: 405543470) მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) სავარაუდო დარღვევის შესახებ.
საქმის მოკვლევის ფარგლებში სააგენტომ გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მოპასუხე ეკონომიკური აგენტისგან - შპს „ქომუნითი სოფტ სოლუშენსისგან“. სააგენტოს წერილების ჩაბარების მიუხედავად სააგენტოში არ იქნა წარმოდგენილი გამოთხოვილი ინფორმაცია, რის გამოც შპს „ქომუნითი სოფტ სოლუშენსს“ დაეკისრა ჯარიმა - 3 000 ლარის ოდენობით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფორმაციის მოწოდებისთვის ეკონომიკურ აგენტს სააგენტომ ხელახლა განუსაზღვრა ვადა, თუმცა ამ ვადაშიც არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია. შესაბამისად, ინფორმაციის განმეორებით მოუწოდებლობის საფუძვლით, შპს „ქომუნითი სოფტ სოლუშენსს“ განმეორებით დაეკისრა ჯარიმა - 5 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 10 ნოემბრის N04/1320 ბრძანების საფუძველზე მიმდინარეობს საქმის მოკვლევა შპს „ქომუნითი სოფტ სოლუშენსის“ (ს/ნ: 405543470) მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - „კანონი“) 113 მუხლის (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) სავარაუდო დარღვევის შესახებ.
საქმის მოკვლევის ფარგლებში სააგენტომ გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მოპასუხე ეკონომიკური აგენტისგან - შპს „ქომუნითი სოფტ სოლუშენსისგან“ (ს/ნ: 405543470). სააგენტოს წერილის ჩაბარების მიუხედავად აღნიშნულმა ეკონომიკურმა აგენტმა განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა გამოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, შპს „ქომუნითი სოფტ სოლუშენსს“ (ს/ნ: 405543470) დაეკისრა ჯარიმა - 3 000 ლარის ოდენობით.
სააგენტოში „შპს „ოლსერვისგრუპის“ (ს/ნ: 406233552) 2025 წლის 6 ოქტომბრის N01/5908 საჩივრის დასაშვებად ცნობის, საქმის მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 10 ნოემბრის N04/1320 ბრძანების საფუძველზე, მიმდინარეობს საქმის მოკვლევა შპს „ქომუნითი სოფტ სოლუშენსის“ (ს/ნ: 405543470) მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ. საქმის მოკვლევის ფარგლებში, სააგენტომ გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ეკონომიკური აგენტისგან - შპს „სითიქომ ვესტისგან“ (ს/ნ: 405350971). წერილის ჩაბარების მიუხედავად, აღნიშნულმა ეკონომიკურმა აგენტმა განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა გამოთხოვილი ინფორმაცია, შესაბამისად, შპს „სითიქომ ვესტს“ დაეკისრა ჯარიმა - 3 000 ლარის ოდენობით.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2022 წლის 20 სექტემბერს, შპს ,,ეს.ი.ეი-ს“ 2022 წლის 10 მარტის საჩივრის საფუძველზე განხორციელებული საქმის მოკვლევა დაასრულა, რომლის შედეგადაც დადასტურდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის დარღვევა შპს ,,ბი ეს თის“ მხრიდან. ხსენებულ კომპანიას დაეკისრა შესაბამისი ფინანსური სანქცია და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალა. სააგენტოს მიერ დადგენილი ვალდებულება შპს ,,ბი ეს თის“ მიერ შესრულდა ნაწილობრივ. შესაბამისად, დადგენილი დარღვევის ნაწილობრივ აღმოუფხვრელობის გამო შპს ,,ბი ეს თის “ დაეკისრა ჯარიმა.