საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-ის წარმომადგენელმა მონტენეგროში OECD-GVH RCC-ის მიერ გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი შაკიაშვილმა  ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ბუდაპეშტის რეგიონული ცენტრის (OECD-GVH RCC) ორგანიზებულ სემინარში მიიღო მონაწილეობა.


სემინარი თემაზე „ანტიმონოპოლიური აღსრულების ეფექტურობის გაზრდის ინსტრუმენტები“ ქ. პოდგორიცაში (მონტენეგრო) გაიმართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების მიმართულებით, მონაწილეთა შორის გამოცდილების გაცვლა და ექსპერტპრაქტიკოსების მეშვეობით გამორჩეული პრაქტიკული მაგალითების გაზიარება. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს -  ბაზრის კვლევის საერთაშორისოდ აღიარებულ პრაქტიკაზე, დარღვევის რისკებზე და პრევენციულ მიდგომებზე,  ადგილზე შემოწმების და  სანქცირების მეთოდებზე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები და დარგის ექსპერტები.

25.09.2024
უკან დაბრუნება