საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-იმ 2025-2027 წლის ინსტიტუციური განვითარების სტრატეგია დაამტკიცა

2022-2024 წლებში, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.  კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო(GCCA) უზრუნველყოფს ქვეყანაში კონკურენტული და სამართლიანი ბიზნეს გარემოს ფორმირებას, მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და  დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვას.


განსაზღვრული მიზნების ეფექტურად განხორციელების მიზნით, GCCA-იმ 2025-2027 წლის ინსტიტუციური განვითარების სტრატეგია შეიმუშავა და დაამტკიცა. დოკუმენტი მოიცავს არსებული მდგომარეობის შეფასებას, გამოწვევებს, მისიას და სტრატეგიულ მიმართულებებს. მათ შორის, საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის  დახვეწას, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, სასწავლო და კვლევით მიმართულების გაძლიერებას, სტრატეგიულ ბაზრებთან დაკავშირებული მიდგომების ჩამოყალიბებას და აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას. კოლეგა და მარეგულირებელ უწყებებთან, ხელისუფლების ორგანოებთან, დარგობრივ ასოციაციებთან, არასამთავრობო სექტორთან, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მედიასთან, აკადემიურ სექტორთან და სხვა მიზნობრივ ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას და ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას.


GCCA-ის სტრატეგიული დოკუმენტის მიხედვით იგეგმება - საინფორმაციო და კიბერ უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ოპერაციული რისკების შეფასებისა და მართვის სისტემის ამოქმედება. მათ შორის. კადრების შეფასების სისტემის დანერგვა და ფიზიკური ინფრასტრუქტურის გამართვა.


 


 

30.12.2024
უკან დაბრუნება