საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-იმ სოკართან პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ნავთობპროდუქტების საბითუმო და საცალო რეალიზაციის სექტორში,  შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმთან“ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა.


კერძოდ, GCCA-ს და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:


-         მომხმარებლებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად, 30 კალენდარული დღით ადრე, მიაწოდოს ინფორმაცია „ენერჯი ბარათით“ გათვალისწინებული ფასდაკლებით სარგებლობის და ქულების დარიცხვის წესებისა და პირობების ცვლილების თაობაზე.


-        მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია დაგროვილი ქულების შესახებ და ლოიალობით გათვალისწინებული ბონუსის შესახებ.


GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა -  სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

27.08.2025
უკან დაბრუნება