GCCA-ის ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტის უფროსი ელენე ცხომელიძე და სააგენტოს ეკონომიკურ მონაცემთა ბაზების მენეჯერი პაატა მეძველია OECD-ის კონკურენციის რეგიონული ცენტრისა (OECD-GVH RCC) და სლოვენიის კონკურენციის დაცვის სააგენტოს თანამშრომლობით ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ. კონფერენცია, სახელწოდებით - „როდესაც სახელმწიფო აზიანებს კონკურენციას: შესაძლო დარღვევები და რეაგირება, სახელმწიფო საწარმოები (SOE) და კონკურენტული ნეიტრალიტეტი“ სლოვენიაში, ქალაქ ლიუბლიანაში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეებმა კონკურენციის აღსრულების მიმართულებით სახელმწიფოს კომპლექსურ როლზე იმსჯელეს. ამასთან, შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოების, უახლესი სასამართლო პრაქტიკისა და პოლიტიკური ინსტრუმენტების კონტექსტში განიხილეს, თუ რა გავლენა აქვთ საჯარო უწყებებსა და სახელმწიფო საწარმოებს სხვადასხვა ბაზრებზე. კონფერენციის მონაწილეებმა ყურადღება დაუთმეს კონკურენტული ნეიტრალიტეტის პრინციპის მნიშვნელობას სამართლიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად. 3-დღიან საერთაშორისო კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის, იტალიის, ლატვიის, სლოვენიის, უნგრეთისა და მოლდოვას, კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა OECD-GVH რეგიონული ცენტრის აკადემიურმა დირექტორმა, მარია პილარ კანედომ