GCCA-ის ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერმა ნინო გუგუციძემ და სასწავლო-კვლევითი ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა თინათინ ლოლაძემ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.
სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუდენტებს სტაჟირების გავლის პროგრამებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, ფორუმის მონაწილე დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს.
დასაქმების ფორუმში 50-ზე მეტი საშუალო და მსხვილი კომპანია, ასევე სახელმწიფო უწყებები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.