საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

ირაკლი ლექვინაძემ მონაწილეობა მიიღო ხორვატიის კონკურენციის უწყების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში - „კონკურენციის დღე 2025“

ირაკლი ლექვინაძემ ხორვატიის კონკურენციის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში - „კონკურენციის დღე 2025“ მიიღო მონაწილეობა.


სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართული ღონისძიება ხორვატიაში, ქალაქ ზაგრებში გაიმართა.


კონფერენციის ფარგლებში, მაღალი დონის სპიკერებმა კონკურენციის პოლიტიკისა და მისი აღსრულების უახლესი ტენდენციები მიმოიხილეს. პანელური დისკუსიების ფარგლებში, მონაწილეებმა შერწყმის კონტროლის თანამედროვე ტენდენციებსა და ციფრულ გარემოში კონკურენციის წესების დაცვის უზრუნველყოფაზე იმსჯელეს.


დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ხორვატიის -აღმასრულებელი ორგანოების პირველმა პირებმა, კონკურენციის სააგენტოს კონკურენციის საბჭოს პრეზიდენტმა, დამსაქმებელთა ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა, ეკონომიკური პალატის პრეზიდენტმა და OECD-ის კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელმა, ორი შვარცმა.


ღონისძიებას კონკურენციის გენერალური დირექტორატის (DG COMP), პორტუგალიის, რუმინეთის, ავსტრიის, სლოვენიისა და ესპანეთის უწყებების პირველი პირები დაესწრნენ. ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, ხორვატიაში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან კალანდაძე იმყოფებოდა.

08.11.2025
უკან დაბრუნება