საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ლაზაროს 2022“-ის 2025 წლის 20 ნოემბრის საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო.
საჩივარი შპს „დიოს“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს, კერძოდ, “BARRISOL”-ის სასაქონლო ნიშნის სავარაუდო უკანონო გამოყენების შედეგად არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ქმედებას შეეხებოდა.
საჩივრის დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაციისა და მტკიცებულებების შეჯერების შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, შესაბამისად, GCCA-მა მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.