კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური აგენტებისთვის უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური დახმარების გაცემის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს - GCCA-ის მიერ დამუშავებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში, სხვადასხვა უწყებების მიერ, 2025 წელს, გაცემულია 22 უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარება, საერთო მოცულობით 647 159 ლარი.
2025 წელს, ეკონომიკური აგენტებისთვის უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების გამცემ ყველაზე მსხვილ ორგანოებს წარმოადგენდნენ თბილისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტები. სახელმწიფო დახმარების ძირითად ფორმას ფინანსური დახმარება წარმოადგენდა.
ყოველწლიური რეესტრის თანახმად, 2024 წელს, უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალურმა სახელმწიფო დახმარებამ, საერთო მოცულობით - 5 313 225 ლარი შეადგინა, 2023 წელს - 8 337 803 ლარი, 2022 წელს - 3 010 036 ლარი, ხოლო 2021 წელს 14 744 673 ლარი.
კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დახმარების გამცემი ორგანო ვალდებულია, ყოველწლიურად, საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 1-ელ თებერვლამდე, გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ოდენობის, მისი გაცემის ვადისა და მიმღები სუბიექტის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია მიაწოდოს. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სააგენტო უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ყოველწლიურ რეესტრს აწარმოებს.