საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-ის სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უსინათლოთა კავშირის ქუთაისის ფილიალის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უსინათლოთა კავშირის ქუთაისის ფილიალის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.


შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა დეტალურად მიმოიხილეს: მომხმარებლის უფლებები - ძირითადი საკანონმდებლო გარანტიები და ბოლო პერიოდის ცვლილებები; უსაფრთხო ვაჭრობა - წესები და რეკომენდაციები როგორც, ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში ვაჭრობისას და ასევე სააგენტოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.


შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების ზომებს ელექტრონული კომერციის პლატფორმების გამოყენებისას, რაც მხედველობადაქვეითებულ პირებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებასა და საკუთარი უფლებების ეფექტურად დაცვაში დაეხმარება.


ღონისძიების მიზანი მონაწილეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება იყო.


საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მსგავს საგანმანათლებლო პროექტებს თბილისსა და რეგიონებში აქტიურად ახორციელებს. უწყების პრიორიტეტია, რომ ინფორმაცია მომხმარებელთა უფლებების შესახებ საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი.

09.06.2026
უკან დაბრუნება

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, 'საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო' იყენებს 'მზა-ჩანაწერებს'

მზა ჩანაწერების პოლიტიკა