COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად სოციალური დისტანცირება და ადამიანებს შორის უშუალო კომუნიკაციის მინიმუმამდე დაყვანაა. 2020 წლის 19 მარტს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითების შესაბამისად, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების შემცირების მიზნით, საქართველოს კონკურენციის სააგენტო სრულად გადადის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. - გთხოვთ, ოფისში ვიზიტის გარეშე, გამოაგზავნოთ განცხადება/საჩივარი და სხვა დოკუმენტაცია შემდეგ მისამართზე - info-gca@competition.ge ასევე მოგვწეროთ ამ გვერდის - https://www.facebook.com/CompetitionAgencyGeo/ საშუალებით. **დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, შეგიძლიათ დაგვირეკოთ** - საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - 577 25 55 15; - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი - 598 20 77 88; - საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი პირი - 555 14 06 08; საქართველოს კონკურენციის სააგენტო გისურვებთ ჯანმრთელობას.