საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ უნისონის საჩივრის საფუძველზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივრის საფუძველზე, მოპასუხე „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მიმართ, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. შესაბამის ბაზარზე, კონკურენციის ხელშეწყობის, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და აღმოფხვრის მიზნით, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის ბრძანების შესაბამისად შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი და საკითხის შესწავლა დაევალათ. **განმარტება** არაკეთილსინდისიერ კონკურენციად ითვლება ეკონომიკური აგენტის ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და ლახავს კონკურენტთა და მომხმარებელთა ინტერესებს.

13.04.2020
უკან დაბრუნება