საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება - „ჯ და აუდიტ სერვის ჯგუფის“ საქმე

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, „ჯ და აუდიტ სერვის ჯგუფის“ განცხადების საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე კომპანიების მხრიდან სავარაუდო შეთანხმების ფაქტს, მოკვლევა დაიწყო. -- საქართველოს კონკურენციის სააგენტო საკითხის შესწავლას ახორციელებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, რაც გულისხმობს ისეთი გადაწყვეტილების, შეთანხმებული ქმედების განხორციელებას, რომლის მიზანი ან შედეგია, შესაბამის ბაზარზე, კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა. []() რაც შეეხება - თბილისის 10 რაიონის გამგეობის მიერ უფასო სასადილოებით მომსახურებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის შეზღუდვის ფაქტთან დაკავშირებული პოზიციას. -- განმცხადებელი მიუთითებდა, რომ გამგეობის მხრიდან ადგილი ჰქონდა სატენდერო მოთხოვნებში დისკრიმინაციულ, კონკრეტულ კომპანიაზე მორგებული მოთხოვნების დაწესებას. დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არ დაკმაყოფილდა სავარაუდო დარღვევის გონივრული ეჭვის სტანდარტი. შესაბამისად, სააგენტომ აღნიშნული განცხადება ცნო დაუშვებლად.

28.03.2020
უკან დაბრუნება

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა