საქართველოს კონკურენციის სააგენტომ დაასრულა ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი. მონიტორინგის ფარგლებში, დაკვირვების ობიექტს/შესაბამის ბაზარს წარმოადგენდა 0-დან 6-თვემდე ჩვილ ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი ადაპტირებული ნარევი, ხოლო შესასწავლ პერიოდს 2014-2019 წლები. განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტოს მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დეტალური ანალიზისა და მრავალმხრივი შეფასების საფუძველზე, მონიტორინგის ფარგლებში განსაზღვრულ 0–დან 6 თვემდე ჩვილ ბავშვთა საკვები პროდუქტების ბაზარზე არ გამოიკვეთა საქართველოს კონკურენციის კანონდებლობის შესაძლო დარღვევის რისკები. ამასთან ერთად, არ იკვეთება ისეთი რისკ ფაქტორი, რამაც შესაძლოა შემდგომში მოახდინოს ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის სტიმულირება, შესაბამისად, არ არსებობს მომავალში განგრძობითი დაკვირვების წარმოების მიზნით მონიტორინგის გაგრძელების საფუძველი. ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებლის, მსხვილი კომპანიების წილობრივი გადანაწილებისა და ბაზარზე კონკურენტული მდგომარეობის შეფასების მიზნით მონიტორინგის პროცესში გამოკვლეული სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სააგენტო მიიჩნევს, რომ 2014–2019 წლებში შესაბამისი ბაზარი თავსებადი იყო კონკურენტულ გარემოსთან. **გთხოვთ, იხილოთ დოკუმენტი სრულად**- (https://admin.competition.ge/uploads/04517823aa19402e8f5a7d90805b8bc7.pdf)