საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

ირაკლი ლექვინაძე: სააგენტო მუშაობს ბაზრების მონიტორინგის წარმოების მეთოდური დოკუმენტის შექმნაზე

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. შესასწავლი პერიოდი მოიცავდა 2014-2019 წლებს. მონიტორინგის პროცესში მოხდა ბავშვთა საკვების პროდუქტების პრიორიტეტიზაცია, მარეგულირებელი კანონმდებლობის შესწავლა, კონკრეტული სეგმენტის შერჩევა და შესაბამისი ბაზრის პროდუქციული, გეოგრაფიული და დროითი ჩარჩოს განსაზღვრა. კვლევის პროცესში მთავარი ყურადღება გამახვილდა თანაბარზომიერების, ბარიერების არადისკრიმინაციულობისა და პროპორციულობის საკითხებზე, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ 0-დან 6-თვემდე ჩვილ ბავშვთა საკვები პროდუქტების ბაზარზე შესვლის, მოქმედი ეკონომიკური აგენტებისთვის გაფართოების ბარიერი არის თანაბარი. სააგენტოს შეფასებით არ იკვეთება საქართველოს კონკურენციის კანონდებლობის შესაძლო დარღვევის რისკები და ასევე, ამ ეტაპისათვის, არ ვლინდება ის რისკ-ფაქტორები, რომელმაც, შესაძლოა, შემდგომში ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის სტიმულირება მოახდინოს. კომპანიებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ამ ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია ბაზარზე არის არაერთი დასახელების, საკმაოდ მრავალფეროვანი, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნას დღეს აკმაყოფილებს. ბაზრის მოცულობა 2014–2018 წლებში გაზრდილია 12,5 მლნ ლარიდან (391 ათასი კგ) 22 მლნ. ლარამდე (441 ათასი კგ), 2019 წლის 10 თვეში კი ბაზრის მოცულობა 19 მლნ. ლარია (382 ათასი კგ). ბაზრის მცირე მოცულობის მიუხედავად, ფიქსირდება მოქმედი ეკონომიკური აგენტების მნიშვნელოვანი რაოდენობა, წლების მიხედვით ბაზარზე 8–10 კომპანია მუდმივად ოპერირებს, რაც სააგენტოს შეფასებით კონკურენციის არსებობის და ბაზარზე თავისუფალი დაშვების მთავარი ინდიკატორია. **ინფორმაცია ვრცლად** (https://www.interpressnews.ge/ka/article/596243-sakartvelos-konkurenciis-saagentom-chvil-bavshvta-kvebis-bazris-monitoringi-daasrula)

22.04.2020
უკან დაბრუნება