interpressnews.ge: საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 10,4 %-ია დაზღვეული – კონკურენციის სააგენტომ ავტოდაზღვევის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა
,,ბაზარზე მოქმედი მსხვილი კომპანიების წილობრივი განაწილების, მათი საერთო წილის შემცირების ტრენდის, ბაზარზე მოქმედი სხვა კომპანიების რაოდენობრივი ზრდის და ამავე კომპანიების საბაზრო წილების, ისევე როგორც მოზიდული პრემიის მაჩვენებლის ზრდის გათვალისწინებით – შესაბამის ბაზარზე ადგილი აქვს კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებას. ასევე, აღსანიშნავია, დაზღვეული ავტომობილების დაბალი წილი (10,4%), რაც ბაზარს განვითარების მაღალ პოტენციალზე მიუთითებს, ბაზარზე ფიქსირდებოდა ახალი კომპანიების შემოსვლა. მათ მიერ მოზიდული პრემიის ზრდა გამოწვეული იყო აქტიური მარკეტინგული კამპანიების საშუალებით ახალი მომხმარებლების მოზიდვით“, – საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.
**ვრცლად** - https://www.interpressnews.ge/ka/article/604073-sakartveloshi-registrirebuli-avtomobilebis-mxolod-104-ia-dazgveuli-konkurenciis-saagentom-avtodazgvevis-bazris-monitoringi-daasrula