კონკურენციის სააგენტომ კომპანია "ჯი-თი მოტორსის" მომართვის საფუძველზე მოკვლევა დაიწყო
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ შპს "ჯი-თი მოტორსის" საჩივრის საფუძველზე მოკლევა დაიწყო. თემა ეხება კონკურენტი კომპანია შპს "ჯ.თ. მოტორსის" მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტს. საჩივარში საუბარია, ავტოტექმომსახურეობის სფეროში, საქმიანობის იდენტურობაზე - როგორც ლოგოს, ასევე კომპანიის დასახელების მიზანმიმართულ მსგავსებაზე, რაც მომჩივანის პოზიციით, პოტენციური მომხმარებლის და ასევე პარტნიორი კომპანიების დეზინფორმირებას, შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.
არაკეთილსინდისიერი კონკურენციის კონკრეტული შემთხვევები მოცემულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლში, რომელიც ითვლისწინებს ეკონომიკური აგენტის ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და კონკურენტთა, მომხმარებელთა ინტერესებს ლახავს. შესაბამისად, სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის გადაწყვეტილებით, შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელთაც - დადგენილ ვადებში, შესაბამის ბაზარზე, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, საქმიანი ეთიკის პრინიციპების შესაძლო დარღვევის ფაქტის შესწავლა დაევალათ.