საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

interpressnews.ge: კონკურენციის სააგენტომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ შპს "ჯი-თი მოტორსის" საჩივრის საფუძველზე მოკვლევა დაიწყო. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თემა ეხება კონკურენტი კომპანია “შპს ჯ.თ. მოტორსის” მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტს.

" საჩივარში საუბარია, ავტოტექმომსახურეობის სფეროში, საქმიანობის იდენტურობაზე - როგორც ლოგოს, ასევე კომპანიის დასახელების მიზანმიმართულ მსგავსებაზე, რაც მომჩივანის პოზიციით, პოტენციური მომხმარებლის და ასევე პარტნიორი კომპანიების დეზინფორმირებას, შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს. არაკეთილსინდისიერი კონკურენციის კონკრეტული შემთხვევები მოცემულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლში, რომელიც ითვლისწინებს ეკონომიკური აგენტის ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და კონკურენტთა, მომხმარებელთა ინტერესებს ლახავს. შესაბამისად, სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელთაც - დადგენილ ვადებში, შესაბამის ბაზარზე, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, საქმიანი ეთიკის პრინციპების შესაძლო დარღვევის ფაქტის შესწავლა დაევალათ. 2020 წლის იანვარ-მაისში კონკურენციის სააგენტომ 1 მოკვლევა დაასრულა, სადაც დადგინდა დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი. ამ დროისათვის, ზემოთაღნიშნული თემის გარდა, მიმდინარე რეჟიმშია 2 მოკვლევა. ამავე პერიოდში, სააგენტომ 4 ბაზრის მონიტორინგი დაასრულა (ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, რითეილის, ჩვილ ბავშთა კვების და ავტოდაზღვევის ბაზარი), მიმდინარეობს 3 ბაზრის (პურპროდუქტები, საავტომობილო საწვავი და ფარმაციის ბაზარი) მონიტორინგი,"-ნათქვამია ინფორმაციაში.

[ინფორმაცია](https://www.interpressnews.ge/ka/article/605019-konkurenciis-saagentom-araketilsindisieri-konkurenciis-shesazlo-dargvevis-paktze-mokvleva-daicqo)

17.06.2020
უკან დაბრუნება

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა