საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და შპს გნ კოს საქმე

კონკურენციის სააგენტოს თანხმობის მოპოვების პირობით, სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი“, როგორც მყიდველი, სს „ევექსის ჰოსპიტლებისგან“ შეიძენს შპს „გნ კო“-ს წილთა 40%-ს, რომელიც წარმოადგენს შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკის“ 100%-იანი წილის მესაკუთრეს. კონცენტრაციის შეფასების მეთოდოლოგიით ბაზრის მსხვილ მოთამაშეს სს „ევექსის ჰოსპიტალებს“ აკლდება შპს „გნ კო“ და მასთან დაკავშირებული მეწარმე სუბიექტების შემოსავლების მოცულობა, რაც ქმნის შესაბამის სასაქონლო ბაზარზე კონცენტრაციის შემცირების მოცემულობას. 2019 წელს, ქ. თბილისის მასშტაბით, სტაციონალური და ამბულატორიული მომსახურების მიწოდების ბაზრის მოცულობა შეადგენდა 824 754 170 ლარს. ბაზრის კონცენტრაციის - ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსმა შეადგინა 248.75 ერთეული, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. სააგენტოში წარმოდგენილი შეტყობინებით დაგეგმილი კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი მცირდება და შეადგენს 241.2 ერთეულს. საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკური აგენტების მიერ წარმოდგენილი შეტყობინება - სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ და შპს „გნ კოს“ მოსალოდენელი კონცენტრაციის თაობაზე.-,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

24.08.2020
უკან დაბრუნება