საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან კალანდაძის და TWINNING-ის პროექტის მუდმივი რეზიდენტი მრჩევლის, იუსტინა პაულაუსკაიტეს ხელმძღვანელობით, სააგენტოს ადვოკატირების სტრატეგიის დამუშავების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ - ლიეტუვის კონკურენციის საბჭოს წევრები და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.
სამუშაო ჯგუფის მიერ მუშავდება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2023-2025 წლის ადვოკატირების სტრატეგია, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა აქტივობების დაგეგმავს, სამიზნე ჯგუფებთან თანამშრომლობის ფორმატებს და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, ღონისძიებების პოლიტიკის მართვის ეფექტიან მექანიზმებს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ფარგლებში, კონსულტაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას კონკურენციის სააგენტოს - ლიეტუვას და ავსტრიის კონკურენციის უწყებების პროფესიონალთა გუნდი უწევს.