საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

ირაკლი ლექვინაძე ავსტრიელ და გერმანელ კოლეგებს შეხვდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე  გერმანიის ფედერალური კარტელური სამმართველოს უფროსს საქმისმწარმოებელს, OECD-ის ყოფილ ექსპერტს, საბინა ზიგელსკის  და ავსტრიის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სტრატეგიული საკითხების დირექტორს, პოლ პისიაკს  შეხვდა.


მხარეებმა ერთმანეთს  გამოცდილება გაუზიარეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში,  ირაკლი ლექვინაძემ დეტალურად ისაუბრა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, რეფორმებზე. მიმდინარე და დასრულებულ მნიშვნელოვან საქმეებზე. საუბარი შეეხო  16-18 ნოემბერს,  თბილისში დაგეგმილ II საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც საქართველოში გაიმართება. 


შეხვედრაზე საბინა ზიგელსკიმ და პოლ პისიაკმა  ირაკლი ლექვინაძეს საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე, კონცენტრაციების ეფექტიანი აღსრულების მიზნით შემუშავებული გზამკვლევი დოკუმენტი წარუდგინეს, რომელიც სააგენტოს საქმიანობას აღნიშნული მიმართულებით ხელს შეუწყობს.


შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს თანამშრომლობის გაძლიერებაზე და სხვადასხვა აქტივობებში ერთობლივ თანამონაწილეობაზე.

13.07.2023
უკან დაბრუნება