საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

კონკურენციის ეროვნული სააგენტო ორ კონცენტრაციას განიხილავს

კონკურენციის ეროვნული სააგენტო შპს „რეპსოლს“ და შპს „იბერკომპანის“ შორის დაგეგმილ კონცენტრაციას განიხილავს. შპს „რეპსოლი“ მოქმედებს საავტომობილო საწვავით ვაჭრობის ბაზარზე, ხოლო შპს „იბერკომპანი“ ავტოგასამართი სადგურების ოპერირებისა და იჯარით გაცემის ბაზარზე. დაგეგმილი კონცენტრაცია ხორციელდება საავტომობილო საწვავით ვაჭრობის ბაზარზე.


კონკურენციის ეროვნული სააგენტო განიხილავს  შპს „მნკორპს“და შპს „ლექსველს“ შორის დაგეგმილ კონცენტრაციის შესახებ. შპს „მნკორპი“ ოპერირებს ფეროშენადნობთა რეალიზაციის სფეროში, ხოლო შპს „ლექსველი“ სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში.


დაინტერესებულ პირებს კონცენტრაციებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ 24 ნოემბრის ჩათვლით, სააგენტოს მისამართზე: დ. აღმაშენებლის გამზირი N154, „მწვანე ოფისის“ შენობა, მე-8 სართული ან/და სააგენტოს ელ. ფოსტაზე: info@gnca.gov.ge

15.11.2023
უკან დაბრუნება