საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

business-partner.ge: ირაკლი ლექვინაძე: კონკურენციის სააგენტოს მანდატი ფასების კონტროლი არ არი

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” კიდევ ერთხელ განმარტა, რას მოიცავს უწყების უფლებამოსილებები.

“კონკურენციის სააგენტოს მანდატი ფასების კონტროლი არ არის. ჩვენ ვუყურებთ და ვაკვირდებით, ფასების ზრდის პროცესი ხომ არ არის გამოწვეული რაიმე ისეთი ქმედებით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კონკურენციის პრინციპებთან და ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობასთან", - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ.

ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს საწვავისა და ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი.

"დავასრულეთ პურ-პროდუქტების ბაზრის მონიტორინგი. თუ ფასების ზრდის პროცესში, რომელიც ხშირად გლობალურ პროცესებს და ვალუტას მიჰყვება, არის გარკვეული მომენტი, რომელიც ფასების კიდევ უფრო ზრდის არაგონივრულ შესაძლებლობას ქმნის და ბადებს შეთანხმებული ქმედებების ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გონივრულ ეჭვს, ამ შემთხვევაში ვრეაგირებთ”,- განმარტავს ლექვინაძე.

[დოკუმენტის ნახვა](https://business-partner.ge/biznesi/irakli-lekvinadze-konkurentsiis-saagentos-mandati-fasebis-kontroli-ar-aris?fbclid=IwAR27bPqdoolXKD26KsIJSUd8Jrw1N0Hl7y_Eq06_f77ZG7KiNp45UsF81oc)
30.09.2020
უკან დაბრუნება