ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში, მმართველი კომიტეტის მეშვიდე შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ, მინდი ბოიკოვამ და პროექტის ხელმძღვანელმა, ირმა ურმონაიტემ გახსნეს.
შეხვედრაზე, პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დასრულები აქტივობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა - TWINNING-ის პროექტის მუდმივმა რეზიდენტმა მრჩეველმა, იუსტინა პაულაუსკაიტემ.
საკომიტეტო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელსაც საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ევროდელეგაციის, ტვინინგის პროექტის, ლიეტუვის კონკურენციის საბჭოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.