საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

interpressnews.ge: 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

„დღეს, 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. კოვიდ19-ის გამო შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, დაგეგმილი რიგი აქტივობები ვერ განხორციელდა. იმედს ვიტოვებ, რომ ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების შემდეგ, კონკურენციის სფეროში მოღვაწე საზოგადოება მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.
მიუხედავად პანდემიური ვითარებისა 2020 წელი საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთვის გამორჩეულია – საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში და მათი მხარდაჭერით იქნა მომზადებული, შედეგად დღეს საქართველოს აქვს DCFTA-ის მოთხოვნებთან შესაბამისი, სრულყოფილი, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებული კანონმდებლობა.

გარდა ამისა, 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კიდევ ორი კანონპროექტი, რომლის აღსრულებაც 2021 წლიდან საააგენტოს ეკისრება - 1.„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ კანონი“ და 2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც დავების განხილვის საბჭო კონკურენციის სააგენტოს სტრუქტურაში გადმოდის.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია როგორც ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებების გაზიარება, ასევე საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და მისი ქართულ რეალობასთან თანხვედრაში ასახვა, რაც შედეგზე ორიენტირებული, სწრაფი, ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. გილოცავთ კონკურენციის საერთაშორისო დღეს ყველას, ვინც კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით თავისი წვლილი შეიტანა. მადლობა საზოგადოების თითოეულ წევრს, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტს, ბიზნესისა და სამეცნიერო წრეების, საჯარო და კერძო სექტორის, მედიისა და დონორი ორგანიზაციების, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდს, კოლეგა უწყებების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის”, - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.

[ვრცლად](https://www.interpressnews.ge/ka/article/632155-5-dekembers-konkurenciis-saertashoriso-dge-aginishneba)
05.12.2020
უკან დაბრუნება