საქართველოს კონკურენციის სააგენტომ დასაშვებად ცნო ი/მ შოთა ლომინაშვილის საჩივარი და 2018 წლის 18 სექტემბრის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. საჩივარი ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სფეროში არსებულ საკითხებს.