საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-მ ამანათების ტრანსპორტირების სექტროში კამექსთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ამანათების ტრანსპორტირების სექტროში, შპს „კამექს ინტერნეიშნლთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება  გააფორმა.


GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:


- გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და  კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;


 - შეცვალოს და დააზუსტოს ვებ-გვერდზე(https://camex.ge/?lang=ge) ინფორმაცია ამანათების გადაფუთვის, ზომაში შემცირების წესებისა და პირობების შესახებ;


- აღნიშნული ინფორმაცია ქართულ ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად ვებ-გვერდზე განათავსოს;


- განხორციელებული ცვლილებები ყველა მომხმარებელს მოკლე ტექსტური  (სატელეფონო) შეტყობინების (SMS) გაგზავნის გზით აცნობოს;


- აღადგინოს იმ მომხმარებელთა სავარუდოდ დარღვეული უფლებები, რომელთაც მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.


GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 1  თვის ვადა -  სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შესასრულებლად.


აღნიშნული შეთანხმება არ ვრცელდება იმ მომხმარებლებზე, რომლებსაც ამანათების გადაფუთვისა და ზომაში შემცირების წესების, პირობების შესახებ ინფორმაცია ამანათის შეძენამდე, ინდივიდუალურად, სატელეფონო კომუნიკაციის, ან/და  ელ. ფოსტის საშუალებით მიეწოდათ.


ინფორმაციისთვის:  2024 წლის შვიდი თვის მონაცემებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 502 განაცხადი დაფიქსირდა. 114 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 52 დარღვევის ფაქტი. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 27 მოვაჭრეს - 35 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში  - 22 312 ლარი.


 

19.08.2024
უკან დაბრუნება