საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-მ biletebi.ge-სთან მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ბილეთებით ონლაინ ვაჭრობის სექტორში, შპს “ელ.ბილეთებთან“ (www.biletebi.ge)  პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება  გააფორმა.


GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:


•             გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და  კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;


•             შეიმუშაოს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმა ქართულ ენაზე, მკაფიოდ, გასაგებად, სრულად და  განათავსოს ვებ-გვერდზე - www.biletebi.ge, სოციალურ ქსელში და სხვა ნებისმიერ ონლაინ პლატფორმაზე;


•             უზრუნველყოს მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეულის ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება;


•             მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საგარანტიო პირობები და ა.შ.


GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 3 თვის ვადა -  სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შესასრულებლად.


ინფორმაციისთვის:  2024 წლის რვა თვის მონაცემებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 570 განაცხადი დაფიქსირდა. 123 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 59 დარღვევის ფაქტი. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 34 მოვაჭრეს - 47 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 38 301 ლარი. პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 108 საქმეზე - 93 შეთანხმება გაფორმდა.

12.09.2024
უკან დაბრუნება