საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

ghn.ge: პანდემიური 2020 წლის მიუხედავად საავტომობილო საწვავის ბაზარზე აქტიური კონკურენციაა - კონკურენციის ეროვნული სააგენტო

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის 2020 წლის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
„2013 წლიდან, ბენზინისა და დიზელის როგორც იმპორტის, ასევე საბითუმო და საცალო რეალიზაციის ნაწილში, გაზრდილია მოქმედი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა, შემცირებულია ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი, რაც კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მაჩვენებელია. 2012 წელს ბაზრის იმპორტის დონეზე წარმოდგენილი იყო 8 ეკონომიკური აგენტი, რომელთა რაოდენობა 2019 წელს 63-მდე გაიზარდა, ხოლო 2020 წელს 45 კომპანიამდე შემცირდა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2020 წელს, წინა წლებთან შედარებით, არ შეინიშნება შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონეზე ბაზრის კონცენტრაციის ინდექსის ზრდა.
საცალო ბაზარზე მოქმედი ხუთი მსხვილი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი 2020 წლის მონაცემებით შეადგენს 56.5%-ს, ხოლო სხვა კომპანიების ჯამური წილი 43.5%-ის ფარგლებშია. ავტოგასამართი სადგურების რაოდენობრივი ზრდა, ძირითადად, განპირობებულია ბაზარზე ახალი ეკონომიკური აგენტების შესვლით და, ზოგადად, მცირე ქსელების სეგმენტის გააქტიურებით, რაც, თავის მხრივ, აისახა შესაბამისი ბაზრის საცალო სარეალიზაციო დონის საერთო წილობრივ განაწილებაზე. შედარებისთვის, ხსენებული სეგმენტის საერთო წილი 2018 წლის მონაცემებით შეადგენდა 39.6%-ს, 2019 წელს - 39.9 %, ხოლო 2020 წელს 43.5%-ს“, - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.

[ვრცლად](https://ghn.ge/news/258463-pandemiuri-2020-tslis-miukhedavad-saavtomobilo-satsvavis-bazarze-aktiuri-konkurentsiaa-konkurentsiis-erovnuli-saagento)
15.02.2021
უკან დაბრუნება

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა