საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი თურმანიძე ევროკომისიის კონკურენციის გენერალური დირექტორატის(DG-COMP) და უნგრეთის კონკურენციის უწყების ორგანიზებით გამართულ სემინარში იღებს მონაწილეობას.
ღონისძიება ქ. ბუდაპეშტში, ევროსაბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობის ეგიდით, ევროპის 50-ე კონკურენციის დღესთან დაკავშირებით იმართება. კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების წარმომადგენლები, დარგის წამყვანი ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები. საერთაშორისო პრაქტიკის, გამოცდილების გაზიარების მიზნით, მონაწილეები მსჯელობენ კონკურენციის სამართლის აღსრულების და ადვოკატირების მიმართულებით მიღებულ შედეგებსა და გამოწვევებზე.