საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-ის სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით თანამშრომლებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, სააგენტოს თანამშრომლებისთვის - ეფექტური საჯარო გამოსვლისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესების და სიტყვით გამოსვლისას აუდიტორიის მართვის ძირითადი პრინციპების შესწავლის  მიზნით ტრენინგი მიმდინარეობს.


ორ კვირიანი სასწავლო კურსის მიზანია - როგორც გუნდური ასევე პერსონალური - შედეგზე ორიენტირებული, ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკების განვითარება და პრაქტიკაში გამოყენება. GCCA-ის თანამშრომელთა კვალიფიკაციის გაძლიერება, სხვადასხვა მიზნობრივ აუდიტორიასთან ეფექტიანი კომუნიკაციის პროცესის მართვა, საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღება და მისი გამოყენება.


სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, სხვადასხვა ფორმატში, თანამშრომელთა კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით იგეგმება სასწავლო ტრენინგ-კურსების გამართვა, რომელიც  GCCA-ის საჭიროებებზეა მორგებული.


ინფორმაციისთვის: 2024 წლის სექტემბრის თვეში, GCCA -ის თანამშრომლებისთვის უკვე ჩატარდა მოლაპარაკების უნარებში ორ დღიანი ტრენინგი.

28.10.2024
უკან დაბრუნება