საქართველოს კონკურენციის სააგენტომ „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა, რომელიც მხოლოდ ბანკების მიერ გაცემული წინასწარი ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საბანკო გარანტიების მოთხოვნას შეეხებოდა, დაასრულა. მოკვლევის ფარგლებში, ელექტრონულ ტენდერებთან მიმართებაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევის ფაქტი დადგინდა. შესაბამის ბაზარზე, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, როგორც შემსყიდველ ორგანიზაციებს, ასევე საქართველოს ბიზნესომბუდსმენს რეკომენდაციები წარედგინათ.