საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

interpressnews.ge: ირაკლი ლექვინაძემ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ეგიდით დაგეგმილ ონლაინ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მიზანია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავება, საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და ჯანსაღი, კონკურენტული ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა. შეხვედრაზე ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის კვლევის შედეგების პრეზენტაციები გაიმართა, რომელიც ორგანიზატორი უწყებისა და TBC კაპიტალის მიერ მომზადდა. დოკუმენტი მოიცავს 2006-2020 წლის სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს ვაჭრობის, ინვერსტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით, რაც ქვეყნებს შორის მომავალი საქმიანობის ეფექტიანად განსაზღვრის, დაგეგმვის და მართვის შესაძლებლობას იძლევა. შეხვედრას ესწრებოდნენ - სახელმწიფო სტრუქტურის და ბიზნეს მედიის წარმომადგენლები, ეკონომიკის დარგის ექსპერტები და ყაზახურ-ქართული ეკონომიმური გაერთიანების დამფუძნებლები. ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის, კერძოდ: ავიაკომპანია Air Astana-ს, სილქ როუდ ჯგუფის, ხალიკ ბანკი საქართველოს, კაპიტალ ჯგუფის, რომპეტროლის, ბათუმის ნავთობ ტერმინალის და GK Logistics-ის ერთობლივი ინიციატივით დაფუძნდა. ბმული - https://www.interpressnews.ge/ka/article/656820-irakli-lekvinazem-qazaxur-kartuli-ekonomikuri-gaertianebis-egidit-dagegmil-gonisziebashi-miigo-monacileoba

20.05.2021
უკან დაბრუნება