საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

ირაკლი ლექვინაძემ UNCTAD-ის საერთაშორისო კონფერენციის დასკვნით სესიას უხელმძღვანელა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ, რომელიც UNCTAD-ის მე-9 საერთაშორისო კონფერენციას პრეზიდენტის სტატუსით თავმჯდომარეობს, დასკვნით სესიას უხელმძღვანელა.


სესიის ძირითადი ნაწილი ეხებოდა მომხმარებელთა დაცვის საკითხებს, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის კონტექსტში. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ:  რიკარდო სალასარი,  სალვადორის მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს  პრეზიდენტი; მარტინა დერსზნიაკი, პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სამსახურის  დირექტორი; ვიმონრატ ტერიაფირომი, ტაილანდის მომხმარებელთა დაცვის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი; ჰელენა ლეურენტი, Consumers International-ის გენერალური დირექტორი და სხვები. ირაკლი ლექვინაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეებმა მიმოიხილეს - ხელოვნური ინტელექტის როლი მომხმარებელზე; ელექტრონული კომერციის ფარგლებში - მომხმარებელთა დაცულობის მექანიზმები; საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზები და ა.შ.


გაეროს ვაჭრობის და განვითარების მე-9 საერთაშორისო კონფერენცია,  შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, 7-11 ივლისს გაიმართა, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სფეროს მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელმა, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა და მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს მონაწილეობა UNCTAD-ის კონფერენციაში პრეზიდენტის სტატუსით ისტორიაში პირველად განხორციელდა. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის გლობალური კოორდინაციის, მდგრადი განვითარებისკენ მიმართული მიდგომების განხილვა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა და ტექნიკური დახმარების გაძლიერება განვითარებადი ქვეყნებისათვის.


სამუშაო ვიზიტით ჟენევაში ასევე იმყოფება და შეხვედრებში მონაწილეობს GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძე.

11.07.2025
უკან დაბრუნება

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა