საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) მოქალაქე ბექა კობრიაშვილის საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
საკითხი ეხებოდა შპს „გლოვოაფფ ჯორჯიას“ და შპს „ვოლტ ჯორჯიას“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-7, და 11(3) მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.
ფორმალური დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე დადგინდა, რომ საჩივარი კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად, დაზუსტებული ინფორმაციის მოწოდების მიზნით, მომჩივანს სააგენტოს მიერ განესაზღვრა ვადა, რა ვადაშიც მას სააგენტოში დადგენილი წესით დაზუსტებული საჩივარი არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
საჩივრის განუხილველად დატოვება არ ართმევს პირს უფლებას, მომართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით საკითხის შესწავლის მოთხოვნით. 2025 წელს, GCCA-იმ 7 საჩივარზე განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.