საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-ის გადაწყვეტილებებზე სხვადასხვა ინსტაციაში 56 სასამართლო დავა მიმდინარეობს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო(GCCA), 2025 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, სასამართლოში მიმდინარე და დასრულებული დავების მიხედვით მიღებული შედეგების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. 


2014-2025 წლებში, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების  და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე - 61 საქმე გასაჩივრდა. ამავე პერიოდში, 15 დასრულებული სასამართლო დავიდან - 14 სააგენტოს სასარგებლოდ გადაწყდა და სასამართლომ GCCA-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, ხოლო 1 ხელახალი შესწავლისთვის უკან დაუბრუნა.


ამ ეტაპზე, სხვადასხვა ინსტანციაში, მიმდინარეობს 56 სასამართლო დავა, GCCA-ს მიერ მიღებულ 47 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მათ შორის, კონკურენციის  მიმართულებით 41, ხოლო მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით - 15. განხილვის პროცესშია  - ნავთობკომპანიების, ფარმაცევტული კომპანიების, კინოთეატრის ბილეთების ონლაინ რეალიზაციის, დაზღვევის - საავანსო გარანტიების საქმე და სხვა.


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლო არის მნიშვნელოვანი რგოლი, რომელიც GCCA-ს ნებისმიერი გადაწყვეტილების  სამართლებრივ კონტროლს უზრუნველყოფს.

21.07.2025
უკან დაბრუნება

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა