საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით GCCA-ის თანამშრომლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თანამშრომლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. თემა ეხებოდა - სექსუალური შევიწროების პრევენციას და რეაგირების მექანიზმებს.


შეხვედრა გახსნა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სალომე ქავთარაძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის მენეჯერმა, ქეთევან შუბაშვილმა.


შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა -  თანასწორი, უსაფრთხო და მხარდამჭერი სამუშაო გარემოს ფორმირების მიზნით, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების საფუძველზე, ძალადობისა და სექსუალური შევიწროების პრევენციის ინსტრუმენტების განხილვა; გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრის ღონისძიებების გაუმჯობესება; ორგანიზაციულ დონეზე პრევენციული კულტურის გაძლიერება - ცნობიერების ამაღლება, სტერეოტიპული წარმოდგენების დაძლევა და თანამშრომელთა მუდმივი განათლების ხელშეწყობა.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, რომელსაც UN Women-ის ტრენერი,  გოგა ხატიაშვილი ხელმძღვანელობდა. მონაწილეებმა მიმოიხილეს: სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტები; პრევენციისა და რეაგირების პრაქტიკული მეთოდები, მათ შორის, იდენტიფიცირების გზები, ეფექტიანი რეაგირების მეთოდები და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომები; მითებისა და სტერეოტიპების ამოცნობის მექანიზმები, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამუშაო გარემოს კულტურაზე; სექსუალური შევიწროების საქმეების განხილვის პრინციპები და ეთიკური კომუნიკაცია დაზარალებულთან, მათ შორის,  ინტერვიუს წარმოების სპეციფიკა.


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უსაფრთხო და თანასწორი სამუშაო გარემოს ფორმირების მიმართულებით, 2025 წელს, UN Women-ის მხარდაჭერით, GCCA-მ შეიმუშავა და დაამტკიცა სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შესახებ დოკუმენტი.

23.07.2025
უკან დაბრუნება

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა